Power Snooker

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურთების განლაგება Power Snooker-ში

Power Snooker — სნუკერის თამაშის ახალი სახესხვაობა.

თამაში წარმოადგენს მოკლე ტურნირს (ერთი-ორი დღის ფარგლებში). ერთი მატჩის ხანგრძლივობა შეზღუდულია 30 წუთით და დამყარებულია ქულათა დაგროვებაზე[1]. პირველი ტურნირი გაიმართა 2010 წლის 30 ოქტომბერს ლონდონში, მუსიკალურ კლუბში „IndigO2“, რომელიც წარმოადგენს კომპლექს „O2-ის“ ნაწილს (ტევადობა 2 410 ადამიანი). თავდაპირველად, 2001 წელს სნუკერის ტურნირს აშუქებდა ტელეკომპნაია ITV: Power Snooker პირდაპირ ეთერში აჩვენებს ბრიტანულ ტელეარხ ITV4-ზე. აგრეთვე ტურნირის ჩვენების უფლება მიიღო ტელეკომპანია ევროსპორტმა.

Power Snooker-ის მთავარი მიზანია ნოვატური პროდუქტის შექმნა, რომელიც თანაბრად კარგი საყურებელი იქნება, როგორც დარბაზში, ისე ეკრანებიდან. ტურნირზე გამოიყენება ენერგიული მუსიკალური თანხლება და სპეციალური განათება უფრო დაძაბული და თეატრალური ატმოსფერის შესაქმნელად.

Power Snooker დამოუკიდებელი პროექტია, თუმცა მსოფლიო სნუკერის ხელმძღვანელობა ამ წამოწყებას მხარს უჭერს[2].

ტურნირების ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი ადგილი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
2010 ლონდონი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი 572-258 2010/2011
2011 მანჩესტერი ინგლისის დროშა მარტინ გოულდი ინგლისის დროშა რონი ო’სალივანი 286-258 2011/2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რონი ო’სალივანი ელვისებურ Power Snooker-ს წარმოგვიდგენს. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 24 July 2010.
  2. Анонс Power Snooker. Global Snooker. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 24 July 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Power_Snooker&oldid=4458357“-დან