Pentatonix
| Pentatonix | |
|---|---|
|
Pentatonix 2015 წელს. მარცხნიდან: ავი კაპლანი, კირსტინ მალდონადო, სკოტ ჰოინგი, მიჩ გრასი და კევინ ოლუსოლა. | |
| ბიოგრაფია | |
| აგრეთვე ცნობილი როგორც | PTX |
| წარმოშობა | არლინგტონი, ტეხასი, აშშ |
| ჟანრ(ებ)ი | |
| აქტიური | 2011–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი |
RCA Madison Gate |
| წევრები |
|
| ყოფილი წევრები | ავი კაპლანი |
| საიტი | ptxofficial.com |
| Pentatonix ვიკისაწყობში | |
Pentatonix (შემოკლებით PTX) — ამერიკული აკაპელა გუნდი არლინგტონიდან (ტეხასი). მასში შედის ხუთი ვოკალი: სკოტ ჰოინგი, კირსტინ მალდონადო, კევინ ოლუსოლა, ავი კაპლანი და მიჩ გრასი. ჯგუფი უმეტესწილად ასრულებს პოპ-მუსიკის ჟანრის სიმღერებს. იგი ცნობილი გახდა 2011 წელს, როდესაც გაიმარჯვა The Sing-Off-ის მესამე სეზონში, რომელიც გადიოდა ტელეკომპანია NBC-ზე. ჯგუფმა მოიგო 200 000 დოლარის ოდენობის ჯილდო და მოიპოვა კონტრაქტი ლეიბლ Sony Music-თან. მათ აგრეთვე შექმნეს YouTube-არხი[1][2], სადაც ტვირთავენ საკუთარ ვიდეოებს. ამ არხს ამჟამად ჰყავს 13 მილიონი გამომწერი და დაგროვებული აქვს 2.4 მილიარდი ნახვა. გამოწერების სტატისტიკის მიხედვით, იგი YouTube-ზე მეცამეტე ადგილზეა. კოლექტივის მიერ Daft Punk-ისადმი მიძღვნილმა ვიდეომ 2017 წლის შუა პერიოდში 240 მილიონი ნახვა დააგროვა[3][4].
კონკურსები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| დაჯილდოება | მოგება | ნომინაცია |
|---|---|---|
| გრემის ჯილდო | 2 | 0 |
| Streamy Awards | 1 | 4 |
| YouTube Music Awards | 2 | 0 |
| Shorty Awards | 1 | 0 |
| ბილბორდის მუსიკალური ჯილდო | 0 | 2 |
| Nickelodeon Kids' Choice Awards | 0 | 1 |
| IHeartRadio Music Awards | 0 | 1 |
| Webby Awards | 0 | 1 |
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- PTX (2014)
- PTX, Vols. 1 & 2 (2014)
- PTX, Vol. III (2014)
- That's Christmas to Me (2014)
- Pentatonix (2015)
- A Pentatonix Christmas (2016)
- PTX, Vol. IV – Classics (2017)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „A Tiny Label Is Behind an a Cappella Group's Success“. NewYorkTimes. ციტირების თარიღი: November 17, 2013.
- ↑ Interview: Entertainment.ie speaks to US a cappella group Pentatonix. Entertainment.ie. ციტირების თარიღი: November 27, 2014.
- ↑ Wednesday Video Spotlight: Pentatonix has a hit with holiday album "That's Christmas To Me," performing during Macy's Thanksgiving Day Parade. NewsOK.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: November 27, 2014.
- ↑ Interview: Entertainment.ie speaks to US a cappella group Pentatonix. Entertainment.ie. ციტირების თარიღი: November 26, 2014.