Olympic

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Olympic — ჩეხური როკჯგუფი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაილი:Olympic šatna.jpg
ჯგუფ Olympic-ის წევრები ერთად

ჯგუფი 1963 წელს დააარსა მიროსლავ რუჟეკმა და მისი თავდაპირველი სახელი იყო კარკულკა (Karkulka — Karlínský Kulturní Kabaret).

ჯგუფის დამაარსებელი წევრები ჩეხური როკმუსიკის ფუძემდებლებს წარმოადგენენ. სადებიუტო ალბომი „კუ“ (ჩეხ. Želva — ჟელვა) ჩეხური ბიგბიტის ერთ-ერთ გარდამტეხ ალბომადაა მიჩნეული. 1970-იანი წლების პირველი ნახევარი ჯგუფისთვის სუსტი პერიოდი იყო, მაგრამ მას შემდეგ დგება წარმატების მორიგი პერიოდი კონცეპტუალური ალბომების ტრილოგიის შექმნის სახით: „არდადეგები მიწაზე“ (Prázdniny na Zemi — პრაზდნინი ნა ზემი), „ქუჩა“ (Ulice — ულიცე) და „ლაბორატორია“ (Laboratoř — ლაბორატორჟ). აქ უკვე ჩართულია ბასგიტარისტი მილან ბროუმი, რომელსაც ჯგუფში შემოაქვს როგორც მკვეთრი, თანამედროვე როკმუსიკა, ასევე შესანიშნავი ინსტრუმენტული შესრულება, რომელიც გამომჟღავნდა მის პირველივე ალბომში „ოლიმპიკთან“ ერთად, ეს იყო „მარათონი“ (Marathón), 1978 წელს. მოგვიანებით ჯგუფი მერყევობდა მძიმე მეტალის მიმართულებითაც, მაგრამ მის ძლიერ მხარედ რჩება მელოდიური როკსიმღერები გონებამახვილი ტექსტითა და დასამახსოვრებელი არანჟირებით. ჯგუფს სიმღერის ტექსტებით ამარაგებდნენ ზდენეკ რიტირჟი და პაველ ვრბა (1965-1969 წლებში იგი იყო პაველ ხრასტინას სიმღერის ტექსტების უმთავრესი ავტორი). 2012 წელს ჯგუფმა 50 წლის იუბილე აღნიშნა დიდი კონცერტებით და ალბომების კოლექციის გამოშვებით. 2013 წლის მაისში კარლოვი-ვარში კონცერტის შემდეგ გარდაიცვალა ჯგუფის მრავალწლოვანი დრამერი მილან პეროუტკა. 2013 წლის მაისშივე ჯგუფს უერთდება დრამერი მარტინ ვაიგლი და ამასთანავე 2013-2015 იქმნება ახალი ალბომი ტრილოგია „თანავარსკვლავედი“ (Souhvězdí — სოუჰვეზდი) და ჯგუფი რეგულარულად მართავს კონცერტებს ჩეხეთსა და სლოვაკეთში პროგრამით: Permanent Tour. 2016 წელს იმართება აკუსტიკური ტურნე Plugged Unplugged და 2017 წელს Olympic აღნიშნავს 55 წლის იუბილეს ხალხით გადავსებულ O2 არენაზე. კონცერტი ჩაწერეს ტელევიზიებმა და კამერებმა. შემდგომ წელს შეიქმნა „ოლიმპიკის“ ახალი ალბომი Trilobit, რომელიც გამოიცა 2018 წლის სექტემბერში.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტატია ნათარგმნია ჩეხური ვიკიპედიიდან: Olympic

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • LANGROVÁ, Hana. Olympic oslaví padesátku: Vydali knihu a kolekci alb [online]. 2012-11-03 [cit. 2012-11-06]. Dostupné online.
  • HNÁTEK, Václav; VEDRAL, Honza. Zemřel bubeník Olympiku Milan Peroutka. Kapela ruší nejbližší koncerty [online]. iDNES.cz, 2013-05-04 [cit. 2013-05-08]. Dostupné online.
  • BERNÝ, Lukáš. Pavel Šváb, Bohumil Starka – Hvězda na vrbě [online]. Oldies radio, 2014-08-09 [cit. 2015-09-26]. Dostupné online.
  • Hvězda na vrbě – dobový klip Československé televize

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Olympic&oldid=4079667“-დან