ვარდისფერი ნონეა
(გადამისამართდა გვერდიდან Nonea rosea)
ვარდისფერი ნონეა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Nonea rosea (M.Bieb.) Link, 1821 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
ვარდისფერი ნონეა (ლათ. Nonea rosea) — ერთწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. შებუსულია გაფარჩხული ბეწვით, ბეწვები სხედან ბორცვებზე. აქვს 14–40 სმ სიმაღლის, აღმავალი ან სწორი, მარტივი ან დატოტვილი ღერო. ფოთლები მოგრძო-უკუკვერცხისებური ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის შევიწროებული და როზეტულია, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კიდემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრივია. გვირგვინი იისფერია ან ვარდისფერ-იისფერი. ყვავის მარტ-მაისში, ნაოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში.[1]
გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან ადგილებში.[1]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 110.