ვარდისფერი ნონეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდისფერი ნონეა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ნონეა
სახეობა:  ვარდისფერი ნონეა
ლათინური სახელი
Nonea rosea (M.Bieb.) Link, 1821
სინონიმები
სია
    • Echioides rosea (M.Bieb.) Poir., 1819
    • Pulmonaria orientalis Mill., 1768
    • Anchusa rosea M.Bieb., 1808
    • Lycopsis rosea Lehm., 1818
    • Anchusa latifolia Lehm., 1821
    • Echioides grandiflora Desf., 1829
    • Nonea grandiflora Steud., 1841
    • Nonea reuteriana Boiss., 1849

ვარდისფერი ნონეა (ლათ. Nonea rosea) — ერთწლოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. შებუსულია გაფარჩხული ბეწვით, ბეწვები სხედან ბორცვებზე. აქვს 14–40 სმ სიმაღლის, აღმავალი ან სწორი, მარტივი ან დატოტვილი ღერო. ფოთლები მოგრძო-უკუკვერცხისებური ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის შევიწროებული და როზეტულია, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კიდემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრივია. გვირგვინი იისფერია ან ვარდისფერ-იისფერი. ყვავის მარტ-მაისში, ნაოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში.[1]

გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან ადგილებში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 110.