აფრიკული სპილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Loxodonta)
აფრიკული სპილო

ტყის სპილო (Loxodonta cyclotis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Loxodonta (Anon., 1827)
გავრცელება

აფრიკული სპილო (ლათ. Loxodonta) — ძუძუმწოვართა გვარი სპილოსებრთა ოჯახისა. აერთიანებს ორ სახეობას: სავანის (L. africana) და ტყის სპილოს (L. cyclotis). ზოგიერთი სისტემატიკა ტყის სპილოს სავანის სპილოს ქვესახეობად თვლის. მამალი სავანის სპილოს სიმაღლეა 3,5 , დედალისა — 3 მ-მდე, ტყის სპილოები რამდენადმე მცირე ზომისანი არიან. თავის ქალის შუბლის ნაწილი ამოზნექილია, ყურები დიდი, ხორთუმის ბოლოზე ორი თითისებური ამონაზარდია. შუანი კარგადაა განვითარებული როგორც მამლებში, ისე — დედლებში (სიგრძე 3 მ-მდე, მასა 100 კგ-მდე). გავრცელებული არიან აფრიკაში. ბინადრობენ ტყეებში, ტყესტეპსა და სტეპებში. იკვებებიან უმთავრესად ხეების ტოტებითა და ფოთლებით. ადვილად შინაურდებიან, მაგრამ იშვიათად გამოიყენება სამუშაო ცხოველად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]