შინაარსზე გადასვლა

ხორთუმიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორთუმიანები

სავანის სპილო (Loxodonta africana)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Proboscidea (Illiger, 1811)

ხორთუმიანები (ლათ. Proboscidea) — ძუძუმწოვარი ცხოველების რიგი. მათი უძველესი წარმომადგენლები შედარებით წვრილი ცხოველები იყვნენ, უფრო გვიანდელი ფორმები – მსხვილი ცხოველები (სიმაღლე 4,5 ). აქვთ მაღალი, ბოძისებური კიდურები, მოკლე კისერი, ნაკლებადმოძრავი თავი, მოძრავი ხორთუმიყნოსვის, შეხებისა და მიტაცების ორგანო, სქელი და თითქმის უბალნო კანი. ზედა ყბაზე ძალიან განვითარებული მჭრელები (ეშვები), ე. წ. შუანები აქვთ, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრდება. ძირითადი კბილებისათვის დამახასიათებელია ფართო საღეჭი ზედაპირი, რომლებიც შედგება ბორცვებისაგან ან განივი ქედებისაგან. ხორთუმიანების უძველესი წარმომადგენლები ცნობილია ჩრდილოეთ აფრიკიდან, სადაც მათი ნაშთები ნაპოვნია შუა ეოცენურ ნალექებში. შემდგომ ხორთუმიანები ფართოდ გავრცელდნენ მთელს აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში. ამჟამად მხოლოდ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში გვხვდებიან. მათი უმრავლესობა ბინადრობს ტენიან ტროპიკულ ტყეებში, ზოგი შეიძლება ნახევრად წყლის ცხოველი იყო. მხოლოდ სპილოსებრნი შეეგუენ სხვადასხვა გარემოს (ტყე, ტუნდრა და ა. შ.). ხორთუმიანები აერთიანებს 6-მდე ქვერიგს, მათ შორის: მერითერიუმებს (?), დეინოთერიუმებსა და სპილოსნაირებს. ამ სამიდან პირველი ორი გადაშენებულია. მესამე ქვერიგი წარმოდგენილია სპილოსებრთა ოჯახით.

კლასიფიკაცია 2017 წლის მიხედვით:[1][2][3]

  1. J. Shoshani and P. Tassy. 2005. Advances in proboscidean taxonomy & classification, anatomy & physiology, and ecology & behavior. Quaternary International 126-128:5-20
  2. Shi-Qi Wang; Tao Deng; Jie Ye; Wen He; Shan-Qin Chen (2016). Morphological and ecological diversity of Amebelodontidae (Proboscidea, Mammalia) revealed by a Miocene fossil accumulation of an upper-tuskless proboscidean. Journal of Systematic Palaeontology. Online edition. doi:10.1080/14772019.2016.1208687.
  3. Mothé, Dimila; Ferretti, Marco P.; Avilla, Leonardo S. (12 January 2016). „The Dance of Tusks: Rediscovery of Lower Incisors in the Pan-American Proboscidean Cuvieronius hyodon Revises Incisor Evolution in Elephantimorpha“. PLOS ONE. doi:10.1371/journal.pone.0147009. ციტირების თარიღი: 4 May 2017.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]