Laced/Unlaced — ემილი ოტემნის 2007 წლის ალბომი.[1] იგი შედგება ორი დისკისგან. პირველი დისკი Laced არის განმეორებითი გამოცემა დისკისა On A Day..., რომელიც არის ვიოლინოთი შესრულებული კლასიკური ნაწარმოებების კრებული. მეორე დისკი Unlaced შეიცავს ელექტრონული ვიოლინოთი შესრულებულ ემილი ოტემნის კომპოზიციებს. დისკი და წიგნი გამოიცა შეზღუდული ტირაჟით, სულ 2000 ეგზემპლარი.