La Tortura

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„La Tortura“
სინგლიშაკირა
გამოსვლის თარიღი 12 აპრილი, 2005 (2005-04-12)
ჟანრი ლათინური პოპი
ხანგრძლივობა 3:35
ავტორ(ებ)ი შაკირა
ლუის ფ. ოჩოა
პროდიუსერი შაკირა
ლასტერ მენთაზი

„La Tortura“ (ქართულად: „წამება“) — კოლუმბიელი მომღერლისა და კომპოზიტორის შაკირას სინგლი მისი მეექვსე ალბომიდან სახელწოდებით Fijación Oral, Vol. 1 რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებს ესპანელი მომღერალი ალეხანდრო სანსი. სიმღერის გამოშვების თარიღია 2005 წლის 12 აპრილი.

„La Tortura“ დღემდე რჩება ორივე მომღერლისთვის მათი შესრულებული ესპანურ ენოვანი სიმღერებიდან ყველაზე ცნობილი. სიმღერამ მოუტანა შაკირას 2 ლათინური გრემი 2006 წლის ცერემონიაზე (ნომინაციები: წლის სიმღერა და წლის ჩანაწერი). „La Tortura“ ფლობდა პირველ ადგილს ბილბორდის „Hot Latin Songs“-ის ჩარტებში 25 კვირის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=La_Tortura&oldid=4586165“-დან