შინაარსზე გადასვლა

02 36.9 (LBL)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან LBL)
02 36.9 (LBL) თბილისში

LBLგდრ-ის წარმოების გარე განათების სანათი, იგივე Mandolina. მწარმოებელი ფირმა: LBL VEB NARVA LEUCHTENBAU LEIPZIG. აწარმოებდნენ ლეიფციგში 1960 წლიდან და ფართოდ იყო გავრცელებული სსრკ-ში, მათ შორის თბილისში. პირველი ორი წლის განმავლობაში კორპუსი მზადდებოდა ფოლადისგან, ხოლო 1962 წლიდან ამზადებდნენ ალუმინის ანოდირებული კორპუსით. კორპუსი შედგება ორი დეტალისგან, რომლებიც თავიდან შედუღებული იყო, ხოლო მოგვიანებით დაიწყეს მათი მოვალცვით მიმაგრება. მოგვიანებით ასევე შეიქმნა მისი ახალი მოდიფიკაციები, რომლებიც ვიზუალური განსხვავებების გარდა ასევე განსხვავდებოდა შიდა ელექტრო-აღჭურვილობით. აღნიშნული ტიპის სანათები განკუთვნილია მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურებისთვის, თუმცა ასევე გამოიყენება მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურებზეც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=02_36.9_(LBL)&oldid=3578587“-დან