It Was Written

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
It Was Written
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 2 ივნისი 1996
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 58:29
ლეიბლი Columbia
პროდიუსერი DJ Premier, Dr. Dre, Havoc, რაშად სმითი, L.E.S, Live Squad, Trackmasters
Nas — ქრონოლოგია
Illmatic
(1994)
It Was Written
(1996)
The Album
(1997)
სინგლები ალბომიდან It Was Written
  1. „If I Ruled The World (Imagine That)“
    გამოცემის თარიღი: 4 ივნისი, 1996
  2. „Street Dreams“
    გამოცემის თარიღი: 22 ოქტომბერი, 1996

It Was Written — ამერიკელი რეპერ Nas-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ლეიბლზე Columbia Records, 1996 წლის 2 ივნისს. მიუხედავად კრიტიკოსების აღიარებისა, Nas-ის სადებიუტო ალბომმა, Illmatic-მა, კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია, რის გამოც რეპერმა It Was Written-ისთვის უფრო მეინსტრიმული ჟღერადობა შეარჩია, რაც ასევე განაპირობა Trackmasters-ის პროდიუსერობამ. Illmatic-ის ნედლი, ანდერგრაუნდული ჟღერადობიდან Nas-მა პოპულარულ განგსტა-რეპზე გადაინაცვლა. ალბომი ასევე მოიცავს Nas-ის ხანმოკლედ არსებული ჯგუფის, The Firm-ის დებიუტს, რომელშიც ასევე შედიოდნენ ფოქსი ბრაუნი, AZ, და Cormega.

It Was Written კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. ალბომმა დებიუტი აშშ-ს ბილბორდის საუკეთესო 200-ეულის პირველ ადგილზე მოახდინა, და გამოცემიდან ერთი კვირის შემდეგ მისი 270,000 ასლი გაიყიდა. ალბომს კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, მეინსტრიმული ჟღერადობის გამო, ჰიპ-ჰოპ საზოგადოებაში რეპერის რეპუტაცია დაზიანდა. ალბომს RIAA-ს მიერ მინიჭებული აქვს 3 გზის პლატინის სტატუსი, და კვლავ რჩება Nas-ის ყველაზე გაყიდვად ალბომად.

წარმოშობა და ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Nas-ის სადებიუტო ალბომი, Illmatic (1994), მიუხედავად საყოველთაო აღიარებისა და გავლენისა, კომერციულად იმ დროის სხვა სადებიუტო ჰიპ-ჰოპ ალბომების მაჩვენებლებს ჩამოუვარდებოდა. ამის მიზეზი გარკვეულწილად Nas-ის ხასიათი იყო. გარდა ამისა, რეპერი მისი ალბომის რეკლამირებაში ჩართული არ იყო. Nas-მა სხვა რეპერებთან დაიწყო კოლაბორაცია. იგი გამოჩნდა Kool G Rap-ის სიმღერაზე „Fast Life“ ალბომიდან 4, 5, 6 (1995), და Raekwon-ის სიმღერაზე „Verbal Intercourse“, ალბომიდან Only Built 4 Cuban Linx. . . (1995). ამ სიმღერებზე იგი თავს „Nas Escobar-ს“ უწოდებდა.[1]

ამასობაში ფულის ფლანგვის ჩვევის გამო, Nas-ი ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი იძულებული იყო, 1995 წლის Source-ს დაჯილდოების ცერემონიისთვის კოსტუმის საყიდლად ფული ესესხა. კიდევ ერთი ნიუ-იორკელი რეპერის, The Notorius B.I.G-სა და პრომოუტერი Puff Daddy-ს წარმატების შემდეგ, Nas-მა გადაწყვიტა ახალი მენეჯერი, სტივ სტაუტი დაექირავა, რომელმაც რეპერს უფრო მეინსტრიმულ ჟღერადობაზე გადასვლა ურჩია. ამისათვის Nas-მა Trackmasters-თან დაიწყო თანამშრომლობა.[2] გარდა ამისა, ალბომზე მუშაობდნენ DJ Premier, Dr. Dre, Havoc ჯგუფ Mobb Deep-იდან, L.E.S, Live Squad და MC Serch, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.[3]

სიმღერები და ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

It Was Written-ზე პროდიუსერების მუშაობა განსაკუთრებული დეტალურობითა და დამუშავებით გამოირჩევა. იგი ძლიერ არის დამოკიდებული სემპლებზე და ფანკ ჟანრის ღარებზე, ღითაც ასევე წააგავს ჯი-ფანკს.[4] ალბომში Nas-ი ხშირად მიმართავს თეატრალურ მაფოზურ კონცეპტს და თავს „Nas Escobar-ს“ (შთაგონებულია კოლუმბიელი ნარკობარონ პაბლო ესკობარით) უწოდებს.[5]

ალბომის შესავალ სიმღერაში გარდა Nas-ის მონოლოგისა, ისმის მონების აჯანყება. სიმღერა შეიცავს სემპლებს სემ კუკის სიმღერიდან „A Change Is Gonna Come“ (1964), და The Lost Generation-ის „The Sly, the Slick, and the Wicked-დან“ (1970).[6] პირველი სიმღერა, სახელად „The Message“ მოიცავს Trackmasters-ის პროდაქშენს, ასევე სქრეთჩინგს Kid Capri-ს მიერ.[7] მისი სახელი მიუთითებს Grandmaster Flash and The Furious Five-ს იმავე სახელის მქონე კლასიკად ქცეულ სინგლზე. კრიტიკოსებმა სიმღერა აღწერეს, როგორც „სისხლიანი ნარატივი“ და „Nas-ის ერთ-ერთი ყველაზე ვიზუალურად გამომწვევი სიმღერა“.[8] DJ Premier-ის მიერ პროდიუსირებულ სიმღერაში „I Gave You Power“, Nas-ი ამბავს პირველ პირში, თოფის თვალსაზრისიდან ჰყვება.[9]

ალბომის სინგლებია „If I Ruled The World (Imagine That)“ და „Street Dreams“. პირველში, კრიტიკოსი ჯ.რ. რეინოლდსის თქმით, „Nas-ი წერს გამოგონილ ანარქიულ სამყაროზე, სადაც დისციპლინა არ არსებობს და კარგი დროები ბატონობენ“.[10] სიმღერაში Nas-ი აცხადებს, რომ იგი „ატიკაში ყველა საკანს გააღებდა/მათ აფრიკაში გააგზავნიდა (ინგლ. "Open every cell in Attica/send them to Africa")“. „Street Dreams“ არის რეპერის ანგარიში იმაზე, თუ რა გავლენა იქონია ნარკოტიკებმა მის სამეზობლოზე. სიმღერა მოიცავს გლუვ ბასურ რიფსა და სუსტ დასარტყამი საკრავების ელემენტებს, ასევე დუეტ Eurythmics-ის სიმღერა „Street Dreams (Are Made Of This)-ის“ (1983) ინტერპოლაციას.[11] ალბომის სიმღერებში ასევე ფიგურირებენ დუეტი Mobb Deep და ჯგუფი The Firm, რომელიც შედგებოდა Nas-ის, AZ-ს, Cormega-სა და ფოქსი ბრაუნისაგან. [12] ეს უკანასკნელი თავს იჩენს სიმღერა „Affirmative Action-ში“, რომელსიც Stylus Magazine-ის ბრეტ ბერლინერმა აღწერა, როგორც „ძალიან მაფიოზური, სიმებითა და კრეშენდოებით, თითქოს პირდაპირ დიდებული ბიჭებიდან ჟღერს.“[13]

დუეტ Mobb Deep-ის წევრს, Havoc-ს ალბომიდან ორ სიმღერაში აქვს წვლილი შეტანილი. ესენია „The Set Up“, რომელშიც Nas-ი მისი მეგობრის მკვლელზე შურს იძიებს , და „Live Nigga Rap“, რომელიც Nas-ისა და Mobb Deep-ის ფრისტაილს მოიცავს. თავდაპირველად, „Live Nigga Rap“ სწორედ ამ უკანასკნელთათვის და მათი ალბომ Hell On Earth-ისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დუეტი Nas-ის მენეჯერმა, სტივ სტაუტმა დაარწმუნა, სიმღერა მათთვის გადმოეცათ.[14] სხვა კოლაბორაციებიდან აღსანიშნავია „Nas Is Coming“, რომელზეც ასევე იმუშავა Dr. Dre-მ. სიმღერა Nas-ისა და Dr. Dre-ს დიალოგით იწყება,[15] სადაც ისინი დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების დაპირისპირებას განიხილავენ და კონფლიქტის უაზრობაზე მიუთითებენ. სიმღერა „Black Girl Lost-ში“ დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფ Jodeci-ს წევრმა, ჯოჯო ჰეილიმ. სიმღერაში Nas-ი აფრიკელ-ამერიკელი ქალების გასაჭირს უსვამს ხაზს. სიმღერის სახელი დონალდ გოინსის იმავე სახელწოდების მქონე წიგნიდან მომდინარეობს.[16]

რეაქცია და წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[17]
Chicago Sun-Times3.5/4 stars[18]
Chicago Tribune3.5/4 stars[19]
Entertainment WeeklyA−[20]
Los Angeles Times3.5/4 stars[21]
NME6/10[22]
Q4/5 stars[23]
Rolling Stone2/5 stars[24]
The Rolling Stone Album Guide4/5 stars[25]
The Source4/5[26]
რობერტ კრისტგოუ(არავითარი)[27]

It Was Written-მა კრიტიკოსებისგან უმეტესად დადებითი შეფასება დაიმსახურა[28] The Source-ის მარკ ლანდასმა ალბომს „ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალის მიერ ნაამბობი გეტოს მოთხრობებთა აუდიო ანთოლოგია“ უწოდა. ჟურნალ Vibe-ის კრის ექსმა ალბომი მისი ჟღერადობის გამო გააკრიტიკა, თუმცა Nas-ის ლირიკა და ფლოუ შეაქო.[29] მიუხედავად ამისა, მისი თქმით It Was Written ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო, ვიდრე Illmatic.[30]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერი(ები)ხანგრძლივობა
1.„Album Intro“ნასირ ჯონსიNas, Trackmasters2:24
2.„The Message“ჯონსი, სემუელ ბარნზიTrackmasters3:54
3.„Street Dreams“ჯონსი, ბარნზი, ენი ლენოქსი, დევიდ ალან სტიუარტიTrackmasters4:39
4.„I Gave You Power“ჯონსი, ქრისტოფერ მარტინიDJ Premier3:52
5.„Watch Dem Niggas“ (ასევე ფოქსი ბრაუნი)ჯონსი, ბარნზიTrackmasters4:04
6.„Take It In Blood“ჯონსი, რენდი უოკერი, კლივლენდ ჰორნი, ჯოსეფ პრუიტი, ჯეიმზ ეპს უმცროსი, უოლეს ჩაილდსიLive Squad, Lo Ground & Top General Sounds4:48
7.„Nas Is Coming“ (ასევე Dr. Dre)ჯონსი, ანდრე იანგიDr. Dre5:41
8.„Affirmative Action“ (ასევე AZ, Cormega და ფოქსი ბრაუნი)ჯონსი, ენტონი კრუზი, კორი მაკკეი, ინგა მერჩენდი, ჟან-კლოდ ოლივიერი, ბარნზიდეივ ატკინსონი, Trackmasters4:19
9.„The Set Up“ (ასევე Havoc)ჯონსი, კეჯუან მუჩიტაHavoc4:01
10.„Black Girl Lost“ (ასევე ჯოჯო ჰეილი)ჯონსი, ლეშონ ლუისი, ჯეიმს მტუმე, რეჯი ლუკასიL.E.S, Trackmasters4:23
11.„Suspect“ჯონსი, ლუისიL.E.S4:12
12.„Shootouts“ჯონსი, ოლივიერი, რიჩარდ პიმენტეTrackmasters, კირკ გოდი3:46
13.„Live Nigga Rap“ (ასევე Mobb Deep)ჯონსი, მუჩიტაHavoc3:45
14.„If I Ruled The World (Imagine That)“ (ასევე ლორინ ჰილი)ჯონსი, ოლივერი, კერტის უოკერიTrackmasters, რაშად სმითი4:42
კასეტის ბონუს სიმღერები[31]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერი(ები)ხანგრძლივობა
15.„Silent Murder“ნასირ ჯონსი, Romeo, BrowneLive Squad3:24
ალბომის 25 წლის საიუბილეო გაფართოებული გამოცემის ბონუს სიმღერები[32]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერი(ები)ხანგრძლივობა
15.„Silent Murder“ნასირ ჯონსი, Romeo, BrowneLive Squad3:24
16.„Street Dreams (ბონუს კუპლეტი)“ჯონსი, ბარნზი, ენი ლენოქსი, დევიდ ალან სტიუარტიTrackmasters4:08

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
  2. Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
  3. It Was Written 2005 LP liner notes. Simply Vinyl (SVLP 382).
  4. Meyer, Frank. Reynolds, J.R. Review 1 დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. 2: It Was Written დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. . Yahoo! Music. Retrieved on 2009-02-22.
  5. Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
  6. It Was Written 2005 LP liner notes. Simply Vinyl (SVLP 382).
  7. It Was Written 2005 LP liner notes. Simply Vinyl (SVLP 382).
  8. Chennault, Sam. Reviews: It Was Written. Rhapsody. Retrieved on 2009-03-18.
  9. Berliner, Brett. Review: It Was Written დაარქივებული 2018-02-11 საიტზე Wayback Machine. . Stylus Magazine. Retrieved on 2008-08-01.
  10. Meyer, Frank. Reynolds, J.R. Review 1 დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. 2: It Was Written დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. . Yahoo! Music. Retrieved on 2009-02-22.
  11. Berliner, Brett. Review: It Was Written დაარქივებული 2018-02-11 საიტზე Wayback Machine. . Stylus Magazine. Retrieved on 2008-08-01.
  12. Cowie, Del F. Nas: Battle Ready დაარქივებული 2009-11-01 საიტზე Wayback Machine. . Exclaim!. Retrieved on 2009-02-22.
  13. Berliner, Brett. Review: It Was Written დაარქივებული 2018-02-11 საიტზე Wayback Machine. . Stylus Magazine. Retrieved on 2008-08-01.
  14. მარკ ელიბერტი. HAVOC SHARES 'SCARFACE' ORIGINS OF NAS + MOBB DEEP SONG 'IT'S MINE' & 'LIVE N-GGA RAP'. HipHopDX. ციტირების თარიღი: 2024-04-12.
  15. Katz, Joe. Review: It Was Written. Sputnikmusic. Retrieved on 2008-08-01.
  16. Icons of Hip Hop. Hess (2007), pp. 358–359.
  17. Stanley, Leo. It Was Written – Nas. AllMusic. ციტირების თარიღი: August 1, 2008
  18. Williams, Jean A. (July 21, 1996). „Nas, 'It Was Written' (Columbia)“. Chicago Sun-Times. p. 11. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2012. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
  19. Kot, Greg (July 25, 1996). „Verbal Dexterity Carries Intriguing 'It Was Written'. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
  20. Ehrlich, Dimitri (July 26, 1996). „It Was Written“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
  21. Coker, Cheo Hodari (July 13, 1996). „Nas Speaks Eloquently With Poetic 'It Was Written'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: July 9, 2009.
  22. Crysell, Andy (July 29, 1996). „Nas – It Was Written“. NME: 51. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 17, 2000. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
  23. „Nas: It Was Written“. Q (120): 118. September 1996.
  24. Coleman, Mark (September 19, 1996). „It Was Written“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 26, 2014. ციტირების თარიღი: August 1, 2008.
  25. Ryan, Chris (2004). „Nas“, The New Rolling Stone Album Guide, 4th, Simon & Schuster, გვ. 568–569. ISBN 0-7432-0169-8. 
  26. Landas, Marc (August 1996). „Nas: It Was Written“. The Source (83): 95. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2010. ციტირების თარიღი: October 24, 2023.
  27. Christgau, Robert. CG: Nas. Robert Christgau. Retrieved on 2009-03-30.
  28. Icons of Hip Hop, p. 346
  29. Ex, Kris (September 1996). „Nas: It Was Written“. Vibe. 4 (7): 201–202. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
  30. Ex, Kris (September 1996). „Nas: It Was Written“. Vibe. 4 (7): 201–202. ციტირების თარიღი: April 11, 2020.
  31. Pablo, J.. (July 2, 2016) Street Dreams: Revisiting Nas' 'It Was Written' Album Decades Later. ციტირების თარიღი: February 19, 2021
  32. Pablo, J.. (July 2, 2016) Nas Drops "It Was Written (Expanded Edition)" on the 25th Anniversary of release. ციტირების თარიღი: July 3, 2021