შინაარსზე გადასვლა

IVR

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტერაქტიული სატელეფონო სისტემა (ინგლ. Interactive Voice Response System) წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც სატელეფონო ზარების ავტომატურ რეჟიმში დამუშავებისა და აბონენტებთან ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა. ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები დღეს ხშირად გამოიყენება კომპანიების მიერ მომსახურების დონის ამაღლებისა და ამავდროულად მომსახურების ღირებულების შემცირების მიზნით.

აუდიო ჩანაწერებისა და სცენარების საშუალებით, რომლებიც ინტერაქტიული სატელეფონო სისტემების მთავარი შემადგენელი ნაწილია, აბონენტს შეუძლია მიიღოს სასურველი ინფორმაცია ან ჩაატაროს რაიმე ოპერაცია ტელეფონის ღილაკებზე თითის დაჭერის მეშვეობით.

ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები გამოიყენება და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის:

ბანკებში - ტარიფებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ანგარიშების სამართავად, ვალუტის კურსის გასაგებად ვაგზლის ან ავია სალაროებში - რეისების, ტარიფებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ბილეთების დაჯავშნად კინოთეატრებში - მიმდინარე ჩვენებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ბილეთების დასაჯავშნად სატელეკომუნიკაციო კომპანიებში - ტარიფებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიმდინარე დავალიანების ან კრედიტის გასაგებად კვლევით და მარკეტინგულ კომპანიებში - გამოკითხვების ჩასატარებლად გართობისა და საინფორმაციო სფეროებში - ინფორმაციის ან კონტენტის მიწოდებისათვის და ნებისმიერი სხვა პროფილის კომპანიაში - რომელიც ახორციელებს მომხმარებლების მომსახურებას.

ინტერაქტიული სისტემების გამოყენება ასევე მოსახერხებელია ავტომატური გამავალი ზარების განსახორციელებლად მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ან მისგან ინფორმაციის მიღების მიზნით.

ინტერაქტიული სატელეფონო სისტემის დაგეგმარება და შექმნა კომპლექსურ ცოდნსა და მიდგომას საჭიროებს. ეს პროცესი რამდენიმე საფეხურად იყოფა: საწყის ეტაპზე განიხილება და შეისწავლება მოთხოვნები, ტექნიკური ბაზა და შესაძლებლობები. მათი გათვალისწინებით იწყება სისტემის ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შეთანხმება. სცენარის დაგეგმარებისა და აუდიო ჩანაწერების ტექსტების შემუშავების შემდეგ კი იწერება კონკრეტული სცენარი და პარალელურად მზადდება აუდიო ჩანაწერები. სისტემის გაშვებამდე ხორციელდება ტესტირება და ხარვეზების გასწორება ასეთის არსებობის შემთხვევაში

ინტერაქტიული სატელეფონო სისტემების რეალიზება და ამ გზით მომსახურების გარკვეული ნაწილის ავტომატიზაცია ეფექტურია ისეთი კომპანიებისათვის, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ სატელეფონო მომსახურებას, სატელეფონო მხარდაჭრას ან ინფორმაციის მიწოდებას პროდუქტების/მომსახურებების შესახებ და/ან რომლებიც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სატელეფონო ზარებს იღებენ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/IVR“-დან