ISA

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალტე ISA(Industry standart architecture- სამრეწველო სტანდარტული არქიტექტურა) მრავალი წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერების სტანდარტულ უნივერსალურ სალტეს წარმოადგენდა.

სალტე ISA-8 ბიტი[რედაქტირება]

ISA სალტის პირველი სტანდარტი 8-ბიტიან ვერსიას წარმოადგენს. იგი მხოლოდ IBM XT-86 მოდელის პერსონალურ კომპიუტერებში გვხვდება. სალტე მუშაობს პროცესორის და სისტემური პლატის სიხშირეზე - 4,77 მჰც.

Isa1

სალტე ISA-16 ბიტი[რედაქტირება]

ISAსტანდარტის შემდგომ განვითარებას 16-თანრიგა ISA (AT-BUS) სალტე წარმოადგენს. AT-BUS სლოტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი ნაწილი ზუსტად შეესაბამება 8-ბიტიან ISA სლოტს, ხოლო მეორე ნაწილი მონაცემთა/სამისამართო, წყვეტის და მეხსიერებისადმი პირდაპირი წვდომის (DMA) იმ დამატებითი სიგნალებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მხოლოდ 16-თანრიგა კონტროლერების მიერ გამოიყენება. ამრიგად, 16-ბიტიან ISA სლოტში შესაძლებელია როგორც 8, ასევე 16-თანრიგა კონტროლერების დაყენება.

ISA სალტეზე მონაცემთა გადაცემა შემდეგნაირად სრულდება. თაცდაპირველად სამისამართო სალტეზე გადაიცემა მეხსიერების უჯრედის ან შეყვანა-გამოყვანის პორტის მისამართი, ხოლო ამის შემდეგ მონაცემთა სალტეზე გაიცემა მონაცემი. რამდენიმე ტაქტის დაყოვნების შემდეგ გაიცემა ჩაწერის სტრობი (სინქროსიგნალი). ამ დროს უცნობია, მოესწრო თუ არა მონაცამის ჩაწერა. ამიტომ 16 თანრიგა ISA სალტის სამუშაო სიხშირე საკმაოდ დაბალია და 8,33მჰც-ს შეადგენს, რათა ყველაძე ნელმა მოწყობილობებმაც კი "მოასწრონ" მონაცემების გაცვლა.

ISA სალტეების ძირითადი უარყოფითი თვისება დაბალი სწრაფქმედებაა. intel 80386 და intel 80486 პროცესორების ოპტიმალური სატაქტო სიხშირით მუშაობის დროს ISA სალტეები ვერ უზრუნველყოფენ მონაცემთა ისეთი სიჩქარით გადაცემას, როგორითაც მათ ცენტრალური პროცესორი ამუშავებს. ამ დროს ადგილი აქვს პროცესორის მოცდენას (მოლოდინის ციკლები). ამიტომ საჭირო გახდა ახალი, უფრო მაღალი სწრაფქმედების მქონე სალტეების დამუშავება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

www.pcisig.com

http://www.quatech.com/support/comm-over-isa.php

http://en.wikipedia.org/wiki/ISA_slot

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ISA&oldid=2394986“-დან