Hyoscyamus nuger

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Hyoscyamus nuger — ძაღლყურძენასებრთა ლენცოფას ოჯახის ორწლოვანი 30-80 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვებით. ზედა ფოთლები ღერომხვევია, ქვედა - ყუნწიანი და ფესვთანურ როზეტს ქმნის, ფრთისებრ ამოკვეთილ ნაკვთიანია; ჯამი ზარისებრი, 5-კბილიანი, ყვავილობისას 20-22 მმ სიგრძის, ნაყოფიანობისას დიდდება, მაგრდება და ქოთნის ფორმას იღებს - შუა ნაწილის ზემოთ შევიწროებულია. ყვავილები იღლიური, გრძელ ხვეულებად შეკრებილი და დიდი ზომის თანაფოთლები აქვს. გვირგვინი ფართო ძაბრისებრი, ღია ყვითელი, ბადისებრი დაძარღვიღ, 20-30 მმ სიგრძის, ოდნავ ზიგომორფულია. მტვრიანა 5, სამტვრეები წაგრძელებულია, ქვედა მხარეზე სიგრძით იხსნება. ნაყოფი კოლოფია, მოთავსებულია ჯამის ქვედა ნაწილში, ძირში გაფართოებულია, ისხნენა ხუფით. თესლი მრავალია, ყვითელი, ფიჭისებრი ზედაპირით. ფესვი ღერძულია. მცენარე ყვავილობს VI-VII. მთელი მცენარე შხამიანია.

ლენცოფა იზრდება რუდერალურ ადგილებზე, მინდვრებში, გზის პირებზე, ბოსტნებსა და ბაღებში - აფხაზეთში, იმერეთში, ქართლში, გარე კახეთში, მთიულეთში. საერთო გავრცელება - ევროპა, ცენტრ., შუა და აღმ. აზია, აფრიკა და ჩრდ. ამერიკა. ნაზარდებს არ ქმნის, იზრდება სპორადულად, სარეველა მცენარეა.

ნედლეული. მთლიანი ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული ფოთლები მოგრძო-კვერცხისებრია, ფრთისებრდანაკვთული ან მთლიანი, არათანაბრად დაკბილული კიდეებით. ფესვტანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ორივე მხრიდან ხშირი, გრძელი, რბილი ბუსუსებით დაფარული, ღეროსეული - უყუნწო, ნაკლებ შებუსვილი. ბეწვებით ძირითადად ფოთლის კიდეებსა და ძარღვების არეშია. ფოთლების სიგრძეა 5-20 სმ, სიგანე 3-10სმ. ძირითადი ძარღვი მოთეთროა, ფუძისკენ გაფართოებული. ნედლეული ნაცრისფერ-მწვანეა, სუნი სუსტი, თავისებური, გემოს არ უსინჯავენ!

ფოთლებს აგროვებენ მთელი ზაფხული - ყვავილობის პერიოდში. მათ ხელით კრეფენ ან აჭრიან. აშრობენ დაუყოვნებლივ, თხელ ფენად გაშლილს სხვენზე, ჰაერზე ან საშრობ კარადაშ ი 40-600C-ზე. ნელ შრობა იწვევს ფოთლების გაშავებას და გაფუჭებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
  • შენგელია ზურაბ. სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
  • საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.