Happy (როლინგ სტოუნზის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Happy“
სინგლი  - როლინგ სტოუნზი
ალბომიდან Exile on Main St.
B-მხარე All Down the Line
გამოსვლის თარიღი 15 ივლისი 1972
ფორმატი 7"
ჩაიწერა ივლისი-ნოემბერი 1971
ვილა „ნელკოტი“, საფრანგეთი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 3:05
ლეიბლი Rolling Stones Records
სიმღერის ავტორი ჯეგერი/რიჩარდსი
პროდიუსერი ჯიმი მილერი
როლინგ სტოუნზი - სინგლების ქრონოლოგია
„Tumbling Dice“
(1972)
Happy
(1972)
„Angie“
(1973)

Happy“ — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა. იგი სინგლის სახით 1972 წელს გამოიცა. შეტანილია ალბომში Exile on Main St..

სინგლი Billboard Hot 100-ში 1972 წლის 15 ივლისს #69 პოზიციაზე მოხვდა და იმავე წლის 19 აგვისტოს #22-მდე ავიდა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეგერის/რიჩარდსის თანახმად, „Happy“ კით რიჩარდსის მიერ 1971 წლის ზაფხულში დაიწერა, სამხრეთ საფრანგეთში, დღის საათებში. რიჩარდსი ამბობდა, რომ იგი სულ ოთხ საათში დაიწერა, თავიდან ბოლომდე. „ოთხ საათზე იგი უკვე ჩაწერილი იყო.“[2] ძირითადი პარტიები ვილა ნელკოტის სარდაფში ჩაწერეს, რაშიც როლინგ სტოუნზის მობილური სტუდია გამოიყენეს. რიჩარდსმა დაუკრა ბასზე, გიტარაზე და შეასრულა, ვოკალი. პროდიუსერი ჯიმი მილერი უკრავს დასარტყმელ საკრავებზე, ხოლო საქსოფონისტი ბობი კიზი - მარაკასზე.[3] ნიკი ჰოპკინმა ფორტეპიანოს პარტია მოგვიანებით დაამატა, ისევე, როგორც ჯიმი პრაისმა - საყვირი, კიზმა - საქსოფონი, მიკ ტეილორმა - გიტარა და საბოლოო ვოკალური პარტიები, ხოლო მიკ ჯეგერმა - ვოკალი.[4]

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წლიდან ჯგუფი „Happy“-ს ასრულებდა საკუთარი ტურნეების ფარგლებში[3]. 1978 წლამდე კონცერტებზე მისამღერს ჯეგერი ასრულებდა.

საკონცერტო ვერსიები შეტანილია ალბომებში Love You Live და Live Licks; სტუდიური ვერსია გამოცემულია კომპილაციურ ალბომებზე Made in the Shade, Forty Licks და GRRR![5] სიმღერა აგრეთვე შეტანილია ფილმებში და DVD კომპლექტებში Ladies and Gentlemen: The Rolling Stones (1974), Stones at the Max (1992), Four Flicks (2004), The Biggest Bang (2007), Some Girls: Live in Texas '78 (2011), Sweet Summer Sun: Hyde Park Live (2013) და L.A. Forum - Live In 1975 (2014).

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elliott, Martin (2002). The Rolling Stones: Complete Recording Sessions 1962-2002. Cherry Red Books, გვ. 189. ISBN 1-901447-04-9. 
  2. Richards, Keith (2011). "Chapter 7", Life. Little, Brown and Company. 
  3. 3.0 3.1 Appleford, Steve (2000). The Rolling Stones: Rip This Joint: The Story Behind Every Song. Thunder's Mouth Press, გვ. 119. ISBN 1-56025-281-2. 
  4. McPherson, Ian. Track Talk: Happy. წაკითხვის თარიღი: 2008-03-05.
  5. Zentgraf, Nico. The Complete Works of the Rolling Stones 1962-2008. წაკითხვის თარიღი: 2008-02-23.
  6. მონაცემები აღებულია Exile on Main St.-ის 2010 წლის გამოცემიდან
  7. Black Crowes covering the Rolling Stones Happy, Fillmore Auditorium, San Francisco, CA, USA, 10.08.2005
  8. Elvis Costello & The Sugarcanes "Happy" Woodinville, WA. 8/23/09
  9. Lucinda Williams Wedding encore Rolling Stones' "Happy" First Avenue 9-18-09