GAU თბილისის პიარსკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაუ თბილისის პიარსკოლა
PRSchool logo.jpg
დევიზი გაიგე მეტი, გაიზიარე ცოდნა
Know Now, Share Knowledge
დაფუძნდა 2007 წელს
ტიპი კერძო
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი ჭავჭავაძის გამზ. № 17ბ, თბილისი, საქართველო
ტელეფონი [995-32]-99-54-52, [995-32]-98-83-44

GAU თბილისის პიარსკოლა — პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო დაწესებულება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუ–თბილისის პიარ სკოლის შექმნის იდეა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილს და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" დამფუძნებლებს 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს გაუჩნდათ. 2006 წლის დასასრულს ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილით მათ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) მიმართეს. 2007 წლის აპრილიდან გაუ-თბილისის პიარ სკოლა ოფიციალურად ფუნქციონირებს.

2010 წლიდან, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის პარალელურად, გაიხსნა სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებიც, როგორებიცაა სოციალური მედია - ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში, Government 2.0. - საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე მეთოდი საჯარო უწყებებისთვის, შემოქმედებითი მარკეტინგი - მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება და პროექტების მართვა - სტრატეგიული მენეჯმენტიდან კონკრეტული ამოცანების განხორციელებამდე.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუ-თბილისის პიარ სკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე კითხულობს საჯარო ლექციას პიარსკოლაში (2011 წლის 28 თებერვალი)

პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
  • პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა
  • მაია ძირკველიშვილი - კერძო დამფუძნებელი

კურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • შემოქმედებითი მარკეტინგი
  • Government 2.0
  • სოციალური მედია
  • პროექტების მართვა
  • ბრენდის შექმნა 5 დღეში

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 2 ოქტომბერს გაუ–თბილისის პიარ სკოლაში პიარ კლუბი ჩამოყალიბდა. ამ ეტაპზე კლუბში გაწევრიანება მხოლოდ პიარ სკოლის კურსდამთავრებულს შეუძლია. კლუბის მზრუნველთა საბჭოში გაუსა და ჯეპრას წარმომადგენლების გარდა, თითოეული ჯგუფის მიერ არჩეული პიროვნება შედის. პიარკლუბის მეშვეობით პიარსკოლის კურსდამთავრებულები აგრძელებენ კავშირსა და თანამშრომლობას მათს სასწავლებელთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]