Firewall

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Firewall-ის ილუსტრაცია.

Firewall — აპარატურული ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ახორციელებს, მასში შემავალი პაკეტებისა და ტრაფიკის კონტროლს და ფილტრაციას. მის ძირითად დავალებას წარმოადგენს, ლოკალური ქსელის ან ცალკეული კვანძების დაცვა არასანქცირებული წვდომისგან. რომელიც კრძალავს არავტორიზირებულ წვდომას და ნებას რთავს მხოლოდ ავტორიზირებულ კავშირს, როგორც ქსელის შიგნიდან გამავალ პაკეტებზე, ასევე ქსელში შემავალ პაკეტებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Firewall-ი როგორც დაცვითი საშუალება, პირველად გამოყენებული იქნა 1988 წელს, როდესაც Digital Equipment Corporation კორპორაციის თანამშრომლებმა განაცხადეს პაკეტების ფილტრაციის სისტემის შექმნაზე სახელწოდებით Firewall, Bill Cheswick და Steve Bellovin განაგრძობდნენ კვლევას პირველ პაკეტების ფილტრაციის სისტემაზე მათთავე კომპანიაში.

Application layer firewall ფაიერვოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე თაობა, რომელიც წარმოადგენს პაკეტების ფილტრაციის სისტემას, ცნობილია როგორც Application layer firewall სახელწოდებით, რომელიც ახორციელებს პაკეტების ფილტრაციას OSI მოდელის გამოყენებით დონეზე, რაც შედარებით მეტად დაცულ ტექნოლოგიადაა მიჩნეული.

Network layer Firewall ფაიერვოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომი ვერსია Firewall-ის, როგორც განახლებული და გაუმჯობესებული პაკეტების ფილტრაციის საშუალებად არის Network layer Firewall (ქსელური დონის ფაირვოლი), ქსელური დონის ფაირვოლი არის მოწყობილობა, პროგრამა ან ორივე ერთან კომბინირებული. ქსელური დონის ფაირვოლი მუშაობს TCP/IP პროტოკოლის ქსელურ დონეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Firewall&oldid=4312952“-დან