Ericaphis voegtlini

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ericaphis voegtlini

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ბუგრისებრნი
გვარი:  Ericaphis
სახეობა:  Ericaphis voegtlini
ლათინური სახელი
Ericaphis voegtlini
(Barjadze, Jensen & Kanturski; 2018)

Ericaphis voegtliniმწერი ბუგრისებრთა ოჯახისა. პირველად აღწერეს შალვა ბარჯაძემ, ენდი ჯენსენმა და მარიუშ კანტურსკიმ 2018 წელს. ბინადრობს მასპინძელ მცენარეზე Chamaebatia foliolosa კალიფორნიაში. საკმაოდ გრძელი და უდრეკი დორსალური ჯაგრებითა და მკაფიოდ გაფართოებული საწვნე მილებით, რომლებზეც კარგადაა განვითარებული პოლიგონალური ბადიანობა, განსხვავდება გვარ Ericaphis-ის ყველა დანარჩენი სახეობისაგან. ახალი სახეობა, სავარაუდოდ, კალიფორნიის ენდემია, ისევე, როგორც მისი მასპინძელი მცენარე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]