Entrepreneur

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Entrepreneur
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი ჯეისონ ფაიფერი
პუბლიკაციის დეტალები
პირველი გამოცემის თარიღი 1977; 47 წლის წინ (1977)
კომპანია Entrepreneur Media Inc.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
რედაქციის მისამართი ირვაინი, კალიფორნია
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ტირაჟი 510 483 (2020)
ISSN 0163-3341

Entrepreneur — ამერიკული ჟურნალი და ვებსაიტი, რომელიც სტატიებს აქვეყნებს მეწარმეობისა და ბიზნესის შესახებ. გამოდის 1977 წლიდან.[1][2] წელიწადში გამოიცემა 10 ნომერი; შეძენა შესაძლებელია გამოწერით ან ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში. გამოსცემს კორპორაცია Entrepreneur Media Inc., რომლის მთავარი ოფისი ირვაინში (კალიფორნია) მდებარეობს.[3] 1996 წელს ჟურნალმა გაუშვა საიტი Entrepreneur.com.[4] საერთაშორისო ლიცენზიით ჟურნალის ადგილობრივი გამოცემები გამოდის ბევრ ქვეყანაში: კანადაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, ფილიპინებში, ინდოეთში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში.[5] 2018 წლიდან, ოფიციალური ლიცენზიის საფუძველზე, Entrepreneur Georgia გამოიცემა საქართველოშიც.

„Franchise 500“ არის Entrepreneur-ის მიერ შედგენილი და გამოქვეყნებული ყოველწლიური სია, რომელიც ასახელებს 500 ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ ფრენშიზულ კომპანიას, წარდგენისა და განხილვის პროცესის მეშვეობით.[6] Franchise 500 პირველად 1979 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება.

Entrepreneur ასევე გამოსცემს Entrepreneur StartUps ჟურნალს, რომელიც ხელმისაწვდომია გამოწერით და საგაზეთო ჯიხურებში.[7] 1999 წელს შეიქმნა ვებგვერდი YoungEntrepreneur.com, როგორც Entrepreneur.com-ის დამატება — ონლაინფორუმი ახალგაზრდა მეწარმეებისათვის.[8]

Entrepreneur ასევე გამოსცემს წიგნებს Entrepreneur Press-ის ბრენდით.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Entrepreneurship Education Chronology. Saint Louis University. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 19, 2015. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2015
  2. Todd A. Finkle; David Deeds. „Trends in the Market for Entrepreneurship Faculty, 1989–1998“. Journal of Business Venturing. 16.
  3. „Contact Us“. Entrepreneur. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 2, 2010. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „Entrepreneur Media Kit. About us“. Entrepreneur. 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02.
  5. About us. Entrepreneur Magazine Online, South Africa (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-24. ციტირების თარიღი: 2024-01-22.
  6. „About the Franchise 500®“. Entrepreneur. 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-10.
  7. Entrepreneur Startups Magazine. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2018
  8. About. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2013-04-02
  9. Entrepreneur Press - Start, Run & Grow Your Business. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2018
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Entrepreneur&oldid=4617646“-დან