შინაარსზე გადასვლა

გამოცდილების ქულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გამოცდილების ქულა)

გამოცდილების ქულები (აბრ. XP — „იქს-პი“) — სამაგიდო როლურ თამაშებსა და როლურ ვიდეო თამაშებში — ჯილდო, წარმოდგენილი ციფრული სახით, რომელიც ეძლევა მოთამაშეს ამა თუ იმ ქვესტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ხშირად — მტრის განადგურებისთვის. გამოცდილების ქულების დაგროვებით, მოთამაშე იმატებს დონეებს[1][2] (ინგლ. Level).

უმეტეს როლურ თამაშებში, დასაწყისში პერსონაჟი არის სუსტი და გამოუცდელი. როდესაც დაეუფლება საკმარისი რაოდენობის ქულას, ის იმატებს დონეებს და აღწევს პერსონაჟის განვითარების შემდეგ ეტაპს. ეს მოვლენა, როგორც წესი, ზრდის პერსონაჟის სტატისტიკას, მაგალითად, სიცოცხლის მაქსიმალურ რაოდენობას, მაგიას და ძალას, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეიძინოს სხვადასხვა შესაძლებლობები ან გააუმჯობესოს უკვე არსებული. დონეების ამატებით, პერსონაჟს აქვს წვდომა ახალ ტერიტორიებთან და საგნებთან.

  • Michael J. Tresca, The Evolution of Fantasy Role-Playing Games, McFarland, 2010, ISBN 9780786458950.
  1. Андрей “Q-Tuzoff" Теодорович, Алексей Ларичкин. (04.08. 2006) Геймерский словарь журнала PC ИГРЫ. PC ИГРЫ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-13. ციტირების თარიღი: 2018-01-12.
  2. Tresca 2010, pp. 13–14, Introduction § American Cultere.