Dope Wars

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

DopeWars — ონლაინ-თამაში. მისი საწყისი იდეა მოდის ორიგინალური Drug Wars-იდან. არსებობს ამ თამაშის უამრავი სხვადასხვა ვერსია: ვინდოუსისთვის, ლინუქსისთვის, მაკ ოს X-ისთვის და მობილური ტელეფონებისთვისაც კი.

თუმცა ონლაინ-ვერსია საკმაოდ განსხვავებული თამაშია. თამაში იწყება ყოველი თვის 1 ან 15 რიცხვში და გრძელდება 1 თვის განმავლობაში - მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე. 1-ში იწყება A და C თამაშები, 15-ში - B. A, B და C არის Dope Wars ონლაინის 3 მეტნაკლებად განსხვავებული სახეობა.

თამაშის მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის მიზანია მაქსიმალური ქონების დაგროვება სათამაშო პერიოდის ბოლოსთვის. იმის გამო, რომ ამ თამაშში ჩართულია ათასობით ადამიანი, A, B და C თამაშები დაყოფილია რამდენიმე ანალოგიურ ნაწილად. A და B თამაშებს აქვთ 12-12 ოთახი, C-ს - 2. ამჟამად A1-A4 და B1-B4 თამაშებში მოგებულებს — როგორც ცალკეულ მოთამაშეს, ასევე კარტელს' (იხ. ქვემოთ) — გადაეცემათ „ოქროს“, „ვერცხლის“ და „ბრინჯაოს“ მედლები და ასევე 50-50 ამერიკული დოლარი. დანარჩენი ოთახები (A5-A12, B5-B12, C1-C2), ასე ვთქვათ, არაოფიციალური თამაშებია, მედლების გარეშე, თუმცა ფულადი პრემია მათშიც მოქმედებს. 2007 წლის სექტემბრიდან თამაშის სერვერზე მოხდა მცირეოდენი ცვლილებები: უმნიშვნელოდ შეიცვალა თამაშის ზოგიერთი მონაცემი და წესი, შეიცვალა საიტის გარეგნული სახე და მისამართიც.

თამაში აგებულია როგორც პიროვნულობაზე, ასევე გუნდურ პრინციპზე. იქმნება 20-კაციანი ჯგუფები (კარტელები). კარტელს ჰყავს ერთი ან მეტი ბრიგადირი, რომელსაც ჩვეულებრივ მოთამაშესთან შედარებით მეტი საშუალება აქვს, მართოს კარტელი. გარდა თავისი წყალობით მოპოვებული ქონებისა, კარტელის წევრები იღებენ დამატებით მოგებას, კარტელ ბონუსს (cartel bonus). თუ კარტელი არასრულია, ე.ი. ვერ შეივსო 20 წევრამდე, მაშინ დამატებითი მოგებაც მცირეა და კარტელის წევრების საერთო ძალაც — თავდასხმისა თუ თავდაცვის დროს — კლებულობს.

არსებობს თამაშის რამდენიმე რადიკალურად განსხვავებული სტრატეგია, თითოეულს გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები. დამწყები მოთამაშეებისთვის სასარგებლო იქნება, გაეცნონ ამ სტრატეგიებს და თამაშთან დაკავშირებულ უამრავ წვრილმანს DopeWars ონლაინის ფორუმზე.

თამაში აგებულია ზუსტ გათვლებზე და სტრატეგიის შემუშავებაზე, ამიტომ მოითხოვს მათემატიკაში საკმაო ცოდნას და დაგეგმარების უნარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dope_Wars&oldid=4312937“-დან