შინაარსზე გადასვლა

Deliverance (სპეისის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Deliverance
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1977
ჩაიწერა 1977
ჟანრი ელექტრონული მუსიკა, დისკო
ხანგრძლივობა 34:49
ლეიბლი Vogue
სპეისი — ქრონოლოგია
Magic Fly
(1977)
Deliverance
(1977)
Just Blue
(1978)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars [1]

Deliverance — ფრანგულ ჯგუფ სპეისის მეორე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1977 წელს.

იწერებოდა სტუდიაში Sydney Bechett, 1977 წელს. ჩაწერაში მონაწილეობდა დრამერი რეი კუპერი. სიმღერა „Deliveranсe“ ჩაწერილია ები-როუდის სტუდიებში.

ორიგინალური ფრანგული ვერსია გამოვიდა გრამფირფიტაზე 1977 წლის დეკემბერში. მოგვიანებით გამოცემულ ტირაჟებში Let Me Know the Wonder და Running in the City რიტმული პარტიების ხმის მიქსით გამოირჩევა. პირველი CD ვერსია PolyGram-ის მიერ მხოლოდ 1996 წელს გამოუშვა. მასში Let Me Know the Wonder და Deliverance ოდნავ შემოკლებული სახით არის ჩაწერილი. 1998 წელს Virgin-ზე გამოცემულ ვერსიაში წარმოდგენილია სრული ვარიანტები. 2006 წლის გამოცემას ახლავს დამატებითი კომპოზიცია Lover's Song (Part Two), თუმცა იგი აღებულია დიდიე მარუანის 1979 წლის ალბომიდან Le Gagnant.

ალბომის გარეკანი შექმნა სტუდიამ Hipgnosis.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Prison“6:25
2.„Let Me Know the Wonder“7:10
3.„Running in the City“4:17
4.„Air Force“4:30
5.„Baby’s Paradise“5:38
6.„Deliverance“6:45

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]