Conficker

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Conficker (აგრეთვე ცნობილი როგორც Downup, Downadup და Kido) — ერთ-ერთი ყველაზე საშიში კომპიუტერული ჭია. ვირუსი პირველად დაიწერა Microsoft Visual C++-ზე და პირველად გაჩნდა 2008 წლის 21 ნოემბერს. ვირუსი უტევს Microsoft Windows ოჯახის ყველა ოპერაციულ სისტემას (დაწყებული Windows 2000 და დამთავრებული Windows 7 და Windows Server 2008 R2). 2009 წლის იანვრისთვის ვირუსმა ზიანი მიაყენა 12 მილიონ კომპიუტერს მთელ მსოფლიოში. 2009 წლის 12 თებერვალს კორპორაცია მაიკროსოფტი დაპირდა 250 000 აშშ დოლარის გადახდას იმ ადამინისთვის, რომელიც მოაწოდებდა მათ ინფორმაციას ვირუსის შემქმენლების შესახებ.[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Conficker&oldid=4078561“-დან