Condicio sine qua non
Condicio sine qua non (ლათ. ქმედების გარეშე შედეგი არ იქნებოდა) — ლათინური გამოთქმა, ფორმულა, რომელიც გამოიყენება სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში, აგრეთვე ფილოსოფიაში. ფორმულა დაკავშირებულია ქმედებას ან პირობასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირთან და გულისხმობს, რომ შედეგს მიზეზობრივად უკავშირდება ის ქმედება/პირობა, რომლის გარეშეც შედეგი არ დადგებოდა. Condicio-sine-qua-non-ფორმულაზეა დაფუძნებული სისხლის სამართალში ფართოდ აღიარებული მიზეზობრიობის ეკვივალენტურობის თეორია, რომელიც აგრეთვე პირობათა თეორიის ან თანაბარმნიშვნელოვნების თეორიის სახელითაცაა ცნობილი.
თანამედროვეობაში ხშირად გამოიყენება გამოთქმის გვიანლათინური მართლწერა — conditio sine qua non[1], თუმცა კლასიკური ლათინურისათვის ასეთი დაწერილობა უმართებულოა[2]. კლასიკური ვერსია — condicio sine qua non — აგრეთვე ხშირად გვხდება იურიდიულ სპეციალურ ლიტერატურაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი, 2013, გვ. 89 და შემდგომნი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ იხ. მაგ. Renate Wahrig-Burfeind: Deutsches Wörterbuch. Mit einem Lexikon der Sprachlehre. 8., vollständig neu bearbeitete und aktualisierte Auflage, Nachdruck. Wissen Media Verlag, Gütersloh 2008, ISBN 978-3-577-10241-4, S. 335.
- ↑ შდრ. სტატია Kondition Duden.de-ზე, სტატია condicio — Charlton T. Lewis, Charles Short: A Latin Dictionary online