Colgate-Palmolive

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოლგეიტ-პალმოლივი
Colgate-Palmolive
ტიპი სახალხო კომპანია
დაფუძნდა 1806
დამაარსებელი უილიამ კოლგეიტი
მდებარეობა ნიუ-იორკი, აშშ
წამყვანი იან კუკი (გენ. დირექტორი)
დარგი პირადი ჰიგიენის პრდუქტები
პროდუქცია

საპონი
დეტერგენტი
კბილის პასტა

კბილის ჯაგრისი

ბრუნვა Decrease2.svg 15.2 მილიარდი აშშ დოლარი (2016)[1]
საწარმოო შემოსავალი Increase2.svg 3.8 მილიარდი (2016)[1]
სუფთა მოგება Increase2.svg 2.4 მილიარდი (2016)[1]
თანამშრომელი 36,700 (2016)[2]
საიტი ოფიციალური საიტი

კოლგეიტ-პალმოლივი (ინგლ. Colgate-Palmolive) — ამერიკული ტრანსნაციონალური დივერსიფიკაციული კორპორაცია, რომელიც ამზადებს საოჯახო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქციას: საპონს, დეტერგენტებს და პირის ღრუსათვის განკუთვნილ საშუალებებს. ფართოდ არის ცნობილი ამ კომპანიის კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი. კომპანია დაკავებულია ასევე ვეტერინარული პროდუქციის წარმოებით. კომპანიის ოფისები განლაგებულია პარკ-ავენიუში, მანჰეტენის ცენტრში (ნიუ-იორკი, აშშ).

1806 წელს უილიამ კოლგეიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით William Colgate & Company. მომდევნო წლებში კომპანიამ არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. 1833 წელს უილიამ კოლგეიტმა გადაიტანა გულის შეტევა, რის შემდეგ კომპანიამ გარკვეული დროით შეწყვიტა პროდუქციის წარმოება. 1840-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ასაწონი საპნის გაყიდვა. 1857 წელს უილიამ კოლგეიტი გარდაიცვალა, რის შემდეგ კომპანია გარდაიქმნა „Colgate & Company“-ად. კომპანია ჩაიბარა უილიამ კოლგეიტის შვილმა — სამუელ კოლგეიტმა, რომელსაც არ სურდა ბიზნესის გაგრძელება.

1872 წელს კომპანიამ წარადგინა არომატული საპონი. 1873 წელს პირველად წარადგინა კბილის პასტა. 1896 წელს „Colgate-ი“ დაიქირავა მარტინ იტნერმა, რომლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პირველი გამოყენებითი კვლევითი ლაბორატორიები.[3] 1908 წელს მასიურად დაიწყო კბილის პასტის წარმოება. 1953 წლიდან ატარებს სახელწოდებას Colgate-Palmolive Company.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Colgate-Palmolive Company 2015 Annual Report Form (10-K) (XBRL). United States Securities and Exchange Commission (February 5, 2016).
  2. #37 Home Depot“, Forbes, 17 მაისი, 2015. 
  3. edited by Maxine N. Lurie, Marc Mappen. “Encyclopedia of New Jersey“, Rutgers University. წაკითხვის თარიღი: January 3, 2011.