Cogito ergo sum

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენე დეკარტი (1596—1650)

Cogito, ergo sum (ლათ.  — „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“) — რენე დეკარტის ფილოსოფიური მტკიცება, ახალი დროის დასავლური რაციონალიზმის ფუნდამენტური ელემენტი.

ეს მტკიცება დეკარტმა წამოაყენა როგორც პირველადი უტყუარობა, ჭეშმარიტება, რომელშიც შეუძლებელია ეჭვის შეტანა — და რომელზე დაყრდნობითაც, შესაბამისად, შეგვიძლია სარწმუნო ცოდნის შენობის ხელახლა აშენება.

არგუმენტი არ უნდა გავიგოთ როგორც დასკვნა[1] („ის, ვინც აზროვნებს, არსებობს; მე ვაზროვნებ, მაშასადამე, მე ვარსებობ“); პირიქით, მისი არსი მის სიცხადეშია, ჩემი არსებობის, როგორც მოაზროვნე სუბიექტის, თვითუტყუარობაში (res cogitans — „მოაზროვნე საგნები“): აზროვნების ყოველგვარი აქტი (უფრო ფართოდაც — ცნობიერების ყოველგვარი წარმოდგენა, განცდა, ვინაიდან cogito არ შემოიფარგლება მხოლოდ აზროვნებით), მასზე რეფლექსური დაკვირვების შემთხვევაში, აღმომაჩენს მე, მოაზროვნეს, რომელიც ვახორციელებ ამ აქტს. არგუმენტი მიუთითებს აზროვნების (ცნობიერების) აქტის დროს სუბიექტის თვითაღმოჩენაზე: მე ვაზროვნებ და საკუთარ აზროვნებაზე დაკვირვებისას აღმოვაჩენ საკუთარ თავს, მოაზროვნეს, რომელიც დგას ამ აქტებისა და მისი შემცველობების უკან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ამის შესახებ იხ., მაგალითად: ჰაიდეგერი მ. ევროპული ნიჰილიზმი. თავი „დეკარტის cogito sum“. — თუმცა აგრეთვე არსებობს საპირისპირო განმარტება, ინტერპრეტაცია, რომელიც ეფუძნება „ფილოსოფიის საწყისების“ § 10 ფრაგმენტს (იხ., მაგალითად: Routledge Encyclopedia of Philosophy: Descartes — The Cogito Argument (ინგლისური))
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Cogito_ergo_sum&oldid=3396284“-დან