შინაარსზე გადასვლა

Clint Eastwood (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Clint Eastwood“

სინგლის ყდა
სინგლიGorillaz
ალბომიდან Gorillaz
B-მხარე Dracula
გამოსვლის თარიღი 5 მარტი 2001
ჩაიწერა 2000
ჟანრი ტრიპ-ჰოპი,[1][2] ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი[3], რეპ-როკი[4], დაბი,[4] ალტერნატიული საცეკვაო მუსიკა[5]
ხანგრძლივობა 5:41 (ალბომის ვერსია)
3:44 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი Gorillaz, Dan the Automator
Gorillaz-ის სინგლების ქრონოლოგია
Clint Eastwood
(2001)
„19-2000“
(2001)

Clint Eastwood“ — ჯგუფ Gorillaz-ის სადებიუტო სინგლი, შეტანილი ალბომში Gorillaz და გამოცემული 2001 წლის მარტში. ბრიტანეთის ჩარტებში მან #4, ხოლო აშშ-ში - #57 ადგილი დაიკავა. ბრიტანეთში ოფიციალურად გაიყიდა მისი 480.000 ასლი.

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს რეჟისორები და ავტორები არიან ჯეიმი ჰიულეტი და პიტ კენდლენდი. კლიპს ხსნის Gorillaz-ის ლოგოტიპი ბნელი ეკრანის ფონზე, შემდეგ კი ჩნდება იაპონურ და ინგლისურ ენებზე დაწერილი ციტატა ფილმიდან „მკვდრების განთიადი“ - Every dead body that is not exterminated, gets up and kills. The people it kills, get up and kill. სხვადასხვა ქვეყანაში ეს ციტატა ამოღებული იქნა.

როგორც სიმღერაში, ასევე კლიპში მცირე მინიშნებებია თავად კლინტ ისტვუდის პიროვნებაზე. ასევე ჟღერს ვესტერნული სტილის ფილმების მელოდიების მსგავსი შეძახილი.

კლიპის მსვლელობისას ჩანს Gorillaz, რომელიც ასრულებს სიმღერას, პარალელურად კი მისი სხვადასხვა წევრი ამა თუ იმ განსხვავებულ სიტუაციაში ჩნდება.

  • CD
  1. Clint Eastwood - 3:44
  2. Clint Eastwood (Ed Case/Sweetie Irie Refix ვერსია) - 3:27
  3. Dracula - 4:44
  4. Clint Eastwood (ვიდეო) - 4:30
  • აუდიო კასეტა
  1. Clint Eastwood - 3:44
  2. Clint Eastwood (Ed Case/Sweetie Irie Refix ვერსია) - 3:27
  3. Dracula - 4:44
  • 12"
  1. Clint Eastwood - 3:44
  2. Clint Eastwood (Ed Case/Sweetie Irie Refix ვერსია) - 3:27
  3. Clint Eastwood (Phi-Life/Cypher რემიქსი) - 4:54
  1. ალექს ნელსონი. (30 november 2011) Gorillaz // Singles 2001-2011. Rhythm Circus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 ივნისი 2013. "the trip-hop of early singles Tomorrow Comes Today and Clint Eastwood"
  2. About Gorillaz - Clint Eastwood 12" Single დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. Retrieved 24 ივნისი 2013
  3. (2001) რედ. დენიელ სმითი: Billboard 23 june 2001. Nielsen Business Media, Inc.. ციტირების თარიღი: 24 ივნისი 2013.  "Equally impressive is the alternative/hip- hop-spliced "Clint Eastwood," which spotlights Albarn's laid-back delivery coupled with a verse from Del, who offers listeners his signature out-of-this-world lyrics."
  4. 4.0 4.1 უოლტერსი, ბარი. (May 29, 2001) Gorillaz - Gorillaz. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 7, 2008. ციტირების თარიღი: თებერვალი 5, 2013.
  5. კესლერი, ტედ. (March 21, 2001) Gorillaz : Gorillaz. NME. ციტირების თარიღი: თებერვალი 5, 2013.