Chip 'n Dale: Rescue Rangers
იერსახე
| Chip 'n Dale: Rescue Rangers | |
|---|---|
![]() | |
| ჟანრი | ანიმაციური ტელესერიალი |
| ავტორი | |
| გახმოვანება | |
| თემის კომპოზიტორი | მარკ მიულერი |
| კომპოზიტორ(ებ)ი | გლენ დოუმი |
| ქვეყანა |
|
| სეზონი | 3 |
| ეპიზოდი | 65 |
| წარმოება | |
| პროდიუსერ(ებ)ი |
|
| ხანგრძლივობა | 22 წთ. |
| კომპანია | |
| დისტრიბუტორი | Disney–ABC Domestic Television |
| ეთერი | |
| ჩვენების ფორმატი |
|
| აუდიო ფორმატი |
|
| ეთერში | 27 აგვისტო, 1988 — 19 ნოემბერი, 1990 |
Chip 'n Dale: Rescue Rangers — კომპანიის Walt Disney Television Animation მიერ 1989-1990 წლებში გამოშვებული ანიმაციური ტელესერიალი. მისი მთავარი პერსონაჟები არიან ჩიპი და დეილი. სერიალი 1989 წლის 4 მარტს, The Disney Channel-ზე დაიწყო
[1], თუმცა საპილოტო ეპიზოდი, "Catteries Not Included", მანამდე, 1988 წლის 27 აგვისტოს იქნა ნაჩვენები.[2] სერიალი უშუალოდ დაიწყო ორსაათიანი ჩვენებით - ეპიზოდით, რომელსაც Rescue Rangers: To the Rescue ეწოდა. მოგვიანებით იგი დაიყო ხუთ ნაწილად.[3] უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში გავიდა 1990 წლის 19 ნოემბერს.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავარი პერსონაჟები
- ჩიპი (ახმოვანებს ტრეს მაკნილი)[4] — მაშველების ხელმძღვანელი[4]. ნაწილობრივ ინდიანა ჯოუნსით შთაგონებული, იგი იყენებს ლასოს სხვადასხვა ადგილზე ასასვლელად. დეილთან შედარებით უფრო სერიოზულია. როგორც დეილს, მასაც უყვარს თანაშემწე გაჯეტი.
- დეილი (ახმოვანებს კორი ბარტონი)[4] — ჩიპისგან განსხვავებით, ატარებს წითელ ჰავაის სტილის მაისურს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო უყვარს, უფრო მხიარული და ხუმარაა. შეყვარებულია თანაშემწე გაჯეტზე.
- მონტერეი ჯეკი (ახმოვანებენ პიტერ კალენი და ჯიმ კამინგსი), აგრეთვე ცნობილი როგორც „მონტი“ — მხიარული მოგზაური, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ყველი (რომელიც მას გონებას აკარგვინებს). სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც - ყველის ერთ-ერთი ნაირსახეობას დასახელება.
- გაჯეტ ქანჩა (ახმოვანებს ტრეს მაკნილი)[4] — გოგონა-თაგვი, გუნდის პილოტი, მექანიკოსი და გამომგონებელი. მისი ხასიათი ეფუძნება ჯორდანის, 1985 წლის ფილმის „ნამდვილი გენიოსი“ პერსონაჟს.
- ელვა (ახმოვანებს კორი ბარტონი)[4] მომცრო მწვანე ბუზი, მონტერეი ჯეკის ძველი მეგობარი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Chip 'n Dale: Rescue Rangers“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Chip 'n Dale: Rescue Rangers“ საიტზე TV.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Disney A to Z : The updated official Encyclopedia, Dave Smith p 101
- ↑ „For Children“. The New York Times. New York, N.Y. August 21, 1988. pp. TV15.
- ↑ "Chip 'n Dale Rescue Rangers დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links". www.bcdb.com, April 13, 2012
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Grant, John [1987] (April 29, 1998). „Part II: The Television Series“, Encyclopedia of Walt Disney's Animated Characters: From Mickey Mouse to Hercules, 3rd, New York City: Hyperion. ISBN 978-0-7868-6336-5. OCLC 37432909.
| |||||
