BMW M5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
BMW M5
BMW M5 (F90)
BMW M5 Competition IMG 0799.jpg
წარმოება 1984-დღემდე
გამომშვები ქვეყანა გერმანია
წინამორბედი BMW F10 M5
კლასი ლუქსი
ბიზნეს კლასი
მოდელის ტიპი სედანი
პლატფორმა F10
ძრავა 4.4 ლ. S63 ორტურბინიანი V8
სიმძლავრე 560 ცხ.ძ.
ტრანსმისია 8-სიჩქარიანი ZF 8HP45 ავტომატიკა
თვლების ბაზა 2,982
სიგრძე 4,965
სიგანე 1,903
სიმაღლე 1,473
წონა 1,982 კგ
საწვავის ტევადობა 68

ბმვ M5 (BMW M5) — მაღალტექნოლოგიური ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია მსხვილი გერმანული საავტომობილო კომპანია BMW-ს მიერ. წარმოადგენს BMW 5 სერიის სპორტ სედანს. პირველად BMW M5 წარმოდგენილი იყო ამსტერდამის ავტოსალონში 1984 წელს, რომელიც ხელით იყო აწყობილი და რომელიც იყენებდა 535i შასისა და მოდიფიცირებულ BMW M1-ის ძრავას. BMW M5 შემოღების მომენტიდან მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სედანად ითვლებოდა.[1] მიუხედავად Mercedes-AMG და Audi quattro GmbH BMW M5 ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტულ სედანად. ყველაფერი დაიწყო ექსტრაორდინარული სპორტული ავტომანქანის შექმნის იდეით.

1970-იანი წლების ბოლოს შემუშავებულ იქნა BMW M, რომელსაც ჰქონდა ექვსცილინდრიანი 3.5 ლიტრის მოცულობის ძრავა. 1980-იან წლებში BMW აღნიშნული კონცეფცია გადაიყვანა სერიულ წარმოებაში. ასე დაიბადა — M5.

E28 M5 (1985–1988)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი BMW M5-ის (რომელიც დაფუძნებული იყო E28 5 სერიის ბაზაზე) დებიუტი შედგა ამსტერდამის ავტოსალონში 1984 წლის თებერვალში. შეადგენდა ოთხკარებიან სედანის კატეგორიას, სპორტული ავტომობილის საერთო წარმოებით. იყენებდა 535i შასისა და მოდიფიცირებულ BMW M1-ის ძრავს. იწონიდა 1,550 კგ-ს. E28 M5 შემოღების მომენტიდან მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სედანად ითვლებოდა.[1] გამოუშვეს ოთხ სხვადასხვა ვერსიაში. გამოდიოდა 1985–1988 წლებში. სულ გამოუშვეს 2,191 ცალი. საბოლოოდ E28 M5 შეცვალა E34 M5-მა.

E34 M5 (1989–1995)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMW E34 M5 3.6 ლიტრიანი ძრავით პირველად წარადგინეს ფრანკფურტის ავტოსალონში 1988 წლის სექტემბერში. გამოიმუშავებს 311 ცხენის ძალას. 1991 წელს წარადგინეს იმავე მოდელი 3.8 ლიტრიანი ძრავით. М5 E34 ყველა მოდელს აწყობდნენ გერმანიის პატარა ქალაქ გარჰინგში. გამოიმუშავებს 340 ცხენის ძალას. საბოლოოდ BMW E34 M5 შეცვალა E39 M5-მა.

E39 M5 (1998–2003)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMW E39 M5 წარმოდგენილი იქნა 1998 წელს ჟენევის ავტოსალონში. წინამორბედებისაგან განსხვავებით, E39 M5 ააწყვეს ჩვეულებრივ საწარმოო ხაზზე გერმანიის ქალაქ დინგოლფინგის ქარხანაში. აღჭურვილია 4.9 ლიტრიანი V8 BMW S62 ძრავით. გამოიმუშავებს 400 ცხენის ძალას. საბოლოოდ, E39 M5 შეცვალა E60 M5-მა.

E60 M5 (2005–2010)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMW E60 M5-ის წარმოება დაიწყო 2005 წლიდან. აღჭურვილია 5.0 ლიტრიანი V10 BMW S85B50 ძრავით. გამოიმუშავებს 507 ცხენის ძალას. M5 E60-ს აქვს 7 სიჩქარიანი SMGIII გადაცემათა კოლოფი და მხოლოდ ამერიკისთვის იწარმოებოდა 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ააწყვეს გერმანიის ქალაქ დინგოლფინგში. ამ მოდელის წარმოება გაგრძელდა 2010 წლამდე, როდესაც იგი შეცვალა F10 M5-მა.

F10 M5 (2011–2016)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMW F10 M5 წარმოდგენილი იქნა ფრანკფურტის ავტოსალონში 2011 წელს. ააწყვეს გერმანიის ქალაქ დინგოლფინგში. აღჭურვილია 4.4 ლიტრიანი V8 ძრავით.

F90 M5 (2017 -)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMW F90 M5 შეიქმნა BMW M5 G30-ის ბაზაზე და პირველად საჯაროდ გამოჩნდა ფრანკფურტის ავტოსალონზე 2017 წლის სექტემბერში. BMW F90 M5-ის აჩქაქრება 0-დან 100 (კმ/სთ) კილომეტრამდე საათში სრულიად გაჩერებული მგომარეობიდან შეაგენს 3.4 წამს, ხოლო 0-დან 200 (კმ/სთ) კილომეტრამდე სააათში 11.1 წამს.

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMW F90 M5 არის ორი გინესის რეკორდის მფლობელი: უწყვეტი დრიფთი ავტომობილით, რომელიც შეადგენს 374.17 კილომეტრს, რითაც მან დაამსხვრია წინამორბედი რეკორდი, რომელიც შეადგენდა 144.126 კილომეტრს და წყვილში დრიფტი ორი ავტომობილით, რომელიც შეადგენს 79.26 კილომეტრს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Early History: The BMW 5 Series. BimmerFile (17 February 2010). ციტირების თარიღი: 12 July 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMW_M5&oldid=4108097“-დან