BMW M1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
BMW M1
BMW M1 1.jpg
მწარმოებელი BMW
0-100 კმ/სთ 5,3 წმ
ძრავა 3.5 ლ, მწკრიული 6 ცილინდრი
სიმძლავრე 277 ცხ/ძ
მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ
წონა 1300 კგ კგ
გამოშვების წელი 1978–1981 წ.
დიზაინერი ჯორჯეტო გიუგარო

BMW M1 — სარბოლო ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია გერმანული საავტომობილო კომპანია BMW-ს მიერ. M1-ს პოლ ბრაკის 1972 წლის turbo-ს ზეგავლენა ეტყობა. M1 ასევე გიუგაროს მიერ შექმნილი Lotus Espriti-სა და Delorien-ის კარგად ცნობილი ფორმების უფრო დახვეწილი ვარიანტია.

BMW-ს ძალიან უნდოდა რბოლებში გერმანელი კონკურენტის Porsche-ს დამარცხება და ძარის წინა ნაწილში განლაგებული ძრავას მქონე CSi კუპეები გამოსცადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამიტომ ძარის შუა ნაწილში განლაგებულ ძრავას მქონე კუპეების შექმნა გადაწყვიტა.

ახალ ძრავას M1 ეწოდა და ის BMW motorsport-მა შექმნა. ექსტერიერის ფორმა ცნობილ იტალიელ დიზაინერ ჯორჯეტო გიუგაროს ეკუთვნის. სავალი ნაწილის შექმნა Lamborjini-ს დაევალა. სავალი ნაწილი და შუშაბოჭკო იტალიაში დამზადდა, თუმცა მანქანა გერმანიაში აიგო.

მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ პროექტი მეტისმეტად გაიწელა და ავტომობილს რბოლებში დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. საბოლოოდ M1 აშშ-ს IMSA სერიაში და PRICAR-ის სერიაში გამოსცადეს. BMW M1-ის მხოლოდ 450 ეგზემპლიარი აიწყო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ავტომობილის უკანა ფანჯრების ჟალუზები, რაც 70-იანების ბევრ ავტომობილს ახასიათებდა. ამის გარდა, M1 არჭურვილია ექვსცილინდრიანი, 277 ცხენის ძალის და 243 ფუნტი/ფუტზე ბრუნვის მომენტის მქონე ძრავათი. M1-ს ხელის ხუთსიჩქარიანი ZF გადაცემის კოლოფი აქვს.

M1-ის ინტერიერი თანამედროვე სტანდარტებით ღარიბულად გამოიყურება, თუმცა საკმაოდ ფუნქციონალურია. ინსტრუმენტების პანელი ბრტყელია და შთამბეჭდავი ეკრანი აქვს, ხოლო სავარძლები ოდნავ ბრტყელი და კომფორტულია.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონ ლამი, „სუპერმანქანები“, თბ., 2009
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMW_M1&oldid=3582769“-დან