Avaz Twist Tower

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Avaz Twist Tower
არაოფიც. Avazov toranj

ტურისტული ტელესკოპი Avaz Twist Tower-ში

ინფორმაცია
სტატუსი დასრულებული
აშენდა 2003-2008
გაიხსნა 4 იანვარი, 2010 წელი
დანიშნულება შერეული
სიმაღლე
ანტენა/ქიმი 172 მ
სახურავი 142 მ
ბოლო სართული 142 მ
სართული 38
კომპანიები
არქიტექტორი ფარუყ კაპიჯიჩი
დამკვეთი NIK Avaz
დეველოპერი ADS Group Sarajevo

Avaz Twist Tower (ასევე ბოსნ. Avazov toranj; ავაზის კოშკი) — ცათამბჯენი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში. ბალკანეთში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი.[1] მაღალ ნაგებობებში ბალკანეთის ტერიტორიაზე უმაღლესი ბელგრადის ავალის ტელეანძაა. იგი ბოსნიური მედია-ჯგუფის, „ავაზის“ (ბოსნ. NIK Avaz) შტაბ-ბინაა, ასევე აქ მდებარეობს „დნევნი ავაზის“ (ბოსნ. Dnevni Avaz; ყოველდღიური ხმა) რედაქცია.

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო 2003 წელს, სარაევოს კომერციულ ცენტრში, მარიინ დვორის უბანში. არქიტექტორის, ფარუყ კაპიჯიჩის იდეის თანახმად, 38 სართულიანი შენობა 142 მ სიმაღლისა უნდა ყოფილიყო, ხოლო სახურავზე განლაგებული დამატებითი შპილი კიდევ 30 მეტრს დაუმატებდა შენობის სიმაღლეს.[1] მშენებლობამ ხუთი წელი გასტანა და 2008 წელს დასრულდა. შენობას დაგრეხილი, ექვსკუთხედი პარალელეპიპედის ფორმა აქვს და მისი ფასადი ლურჯი მინითაა მოპირკეთებული (გარდა ბოლო ორი სართულისა, რომლებიც წრიული ფორმისაა).

ექსპლუატაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცათამბჯენში განლაგებულია მედია-ჯგუფ ავაზის შტაბ-ბინა და რედაქცია, ხოლო მის გარდა ასევე სხვადასხვა ოფისები, არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radon Plaza Hotel, ასევე რესტორანი 100 მეტრის სიმაღლეზე, რომელსაც აქვს აივანი ტურისტული ტელესკოპებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bosnian Tower Round The Twist დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. ; Skyscrapernews.com; 23-11-2007