Alfa Romeo Carabo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Alfa Romeo Carabo
მიმოხილვა
მწარმოებელი Alfa Romeo
გამოშვების წელი 1968 წ.
დიზაინერი მარჩელო განდინი
ტრანსმისია
ძრავი 2.0 ლ, V6
სიმძლავრე 230 ცხ/ძ
მაქმისალური სიჩქარე 250 კმ/სთ
ზომები
წონა 1000 კგ

Alfa Romeo Carabo (ბერტონე ალფა რომეო კარაბო) — სარბოლო ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია იტალიური საავტომობილო კომპანია Alfa Romeo-ს მიერ. მანქანა ცნობილია გარდამავალი მწვანე შეფერილობით, რითაც ხოჭო კარაბოს მოგვაგონებს.

„კარაბო“ 1968 წლის პარიზის ავტოშოუსათვის შეიქმნა და მისი ავტორი ბერტონეს დიზაინის სახლში მოღვაწე იტალიელი მარჩელო განდინია. განდინის აგრეთვე ეკუთვნის ისეთი ცნობილი ავტომობილების დიზაინი, როგორიცაა „ლამბორჯინი ქაუნთაჩი“, „ლანიკა სტრატოსი“, და „ბუგატი EB110“. 70-იან წლებში დიზაინერები განუდგნენ მსუბუქ, მომრგვალებულ ფორმებს და ხისტ, მკვეთრ ფორმებზე გადავიდნენ. გემოვნების ცვლილება ყველაზე კარგად ლამბორჯინი „მიურადან“ „ქაუნთაჩზე“ გადასვლისას იგრძნობა.

კარაბოს ინტერიერში სწორი ხაზები და მართკუთხა ფორმები სჭარბობს, ხოლო ავტომობილში მაღლა ასაწევი კარებიდან შეიძლება დაჯდომა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯონ ლამი, „სუპერმანქანები“, თბ., 2009