A Tribe Called Quest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
A Tribe Called Quest
Tribe 2009.jpg
ჯგუფი 2009 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სენტ ოლბანსი, კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ჰიპ-ჰოპი, ჯაზ-რეპი
აქტიური 1985–1998
2006–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Jive
ასოციაციები რაფაელ საადიკი, დ'ანჯელო, Mint Condition, Native Tongues, De La Soul, Jungle Brothers, Black Sheep, J Dilla, Beastie Boys, Leaders of the New School, ბასტა რაიმზი, The Pharcyde
წევრები Q-Tip
ალი შაჰიდ მუჰამედი
ჯარობი უაიტი
ყოფილი წევრები Phife Dawg

A Tribe Called Quest — ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1985 წელს,[1] რომელშიც შედიან რეპერი და პროდიუსერი Q-Tip, რეპერი Phife Dawg (იგივე Phife Diggy, ნამდვილი სახელი - მალიკ ტეილორი) და დიჯეი/პროდიუსერი ალი შაჰიდ მუჰამედი. მეოთხე წევრი, ჯარობი უაიტი ჯგუფიდან წავიდა 1991 წელს, პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ, მაგრამ 2006 წელს დაბრუნდა. De La Soul-თან ერთად, ჯგუფი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა Native Tongues Posse-ში და ამ კოლექტივიდან წარმოშობილ ჯგუფთა შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მათი მრავალი სიმღერა ჰიპ-ჰოპის მსმენელთა მიერ კლასიკად არის აღიარებული. ასეთებია „Bonita Applebum“, „Can I Kick It?“, „I Left My Wallet in El Segundo“, „Scenario“, „Check the Rhime“, „Jazz (We've Got)“, „Award Tour“ და „Electric Relaxation“. 1990-1998 წლებში ჯგუფმა ხუთი ალბომი გამოსცა. 1998 წელს იგი დაიშალა, მაგრამ 2006 წელს აღდგა და აშშ-ში ტურნე ჩაატარა, რასაც მოჰყვა ალბომის გამოცემის გეგმები.

A Tribe Called Quest ითვლება ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის მნიშვნელოვან პიონერად, რომელმაც გზა გაუკვალა ნოვატორ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს.[2] ჯონ ბუშის (Allmusic) აზრით, იგი არის 1990-იანი წლების „ყველაზე ჭკვიანი და არტისტული რეპ-ჯგუფი“.[3] About.com-ის რედაქტორებმა იგი შეიყვანეს ყველა დროის 25 საუკეთესო რეპ-ჯგუფის სიის #25 პოზიციაზე.[4] 2005 წელს A Tribe Called Quest-მა Billboard-ისგან, ატლანტაში გამართულ რ'ნ'ბ ჰიპ-ჰოპ დაჯილდოებაზე მიიღო ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის. [5] 2007 წელს იგი ფორმალურად იქნა აღნიშნული VH1-ის რიგით მეოთხე ჰიპ-ჰოპ მუსიკის დაჯილდოებაზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : A Tribe Called Quest-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
კომპილაციური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]