99 ფრანკი
„99 ფრანკი 99 Francs“ | |
---|---|
ავტორი | ფრედერიკ ბეგბედერი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
გამოცემის თარიღი | აგვისტო, 2000 |
წინამორბედი | Love Lasts Three Years |
99 ფრანკი (ფრანგ. 99 francs) — ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის რომანი.[1] წიგნი გამოქვეყნდა საფრანგეთში 2000 წლის აგვისტოში „Grasset & Fasquelle-ს“ მიერ, სანამ ხელახლა გამოიცემოდა „14.99 ევროს“ და „6 ევროს“ სახელით.[2] წიგნის თავდაპირველად გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბეგბედერი მისმა დამსაქმებლებმა გაათავისუფლეს სარეკლამო სააგენტოდან.[3]
2007 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი იმავე სახელწოდებით ჟან კუნინის რეჟისორობით.
სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წიგნი მოგვითხრობს ოქტავის, წარმატებული სარეკლამო მენეჯერის, შესახებ, რომელსაც აქვს ყველაფერი, უამრავი ფული, ქალები და კოკაინი. ამის მიუხედავად, ის მაინც არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. ოქტავის ცხოვრებას საფუძვლიანად ორი რამ შეცვლის: რომანი სოფისთან, სააგენტოს ყველაზე ლამაზ თანამშრომელთან, და კრება გიგანტური რძის ნაწარმის კონცერნში „მადონი“, რომელიც სარეკლამო რგოლების შექმნითაა დაკავებული.
მისი სიცოცხლე მთავრდება მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული რჩება ცხოვრებისგან და სამუშაოსგან.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Reyns-Chikuma, Chris (October 2008). „La fiction d'affaires : Une autre exception franCaise? 99 Francs de Frederic Beigbeder“. Contemporary French & Francophone Studies. Vol. 12 (Issue 4): 455–462.
- ↑ 99 francs (14.99€). Krinein Magazine. ციტირების თარიღი: 24 November 2012.
- ↑ Lezard, Nicholas (12 July 2003). „Ad execs quoting Gramsci? Only in France“. London: Guardian. ციტირების თარიღი: 24 November 2012.