შინაარსზე გადასვლა

99 ფრანკი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„99 ფრანკი“
ჟანრი კომედია
დრამა
დამდგმელი რეჟისორი ჟან კუნენი
პროდიუსერი ალენ გოლდმანი
როლებში ჟან დიუჟარდენი
ჟოსლენ კივრენი
კომპოზიტორი ჟან-ჟაკ ჰერტცი
ერინ ო'ჰარა
ფრანსუა რუა
ოპერატორი დავიდ უნგარო
გამოსვლის თარიღი 2007 წლის 26 სექტემბერი
ხანგრძლივობა 99 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ბიუჯეტი $12,500,000
შემოსავალი $22,076,806

99 ფრანკი (ფრანგ. 99 francs) — ფრანგი კინორეჟისორის ჟან კუნენის ფილმი, რომლის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 26 სექტემბერს. გადაღებულია ფრედერიკ ბეგბედერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი წარმოადგენს თანამედროვე სარეკლამო ბიზნესზე გადაღებულ ბოროტ სატირას, სადაც აღწერილია რეკლამის შემქმნელის ოქტავ პარანგოს ისტორია. ფილმის სამ ეპიზოდში კადრში ჩნდება რომანის ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ოქტავი მუშაობს უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში. მისთვის „ადამიანი — ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი“. მას უამრავი ფული აქვს, ქალები და კოკაინი, მაგრამ, მაინც არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. ოქტავის ცხოვრებას საფუძვლიანად ორი რამ შეცვლის: რომანი სოფისთან, სააგენტოს ყველაზე ლამაზ თანამშრომელთან, და კრება გიგანტური რძის ნაწარმის კონცერნში „მადონი“, რომელიც სარეკლამო რგოლებითაა დაკავებული.

მსახიობი როლი
ჟან დიუჟარდენი ოქტავ პარანგო ოქტავ პარანგო
ჟოსლენ კივრენი შარლი დაკუ შარლი დაკუ
პატრიკ მილე ჯეფი ჯეფი
ვაინა ჯოკანტე სოფი სოფი
ელიზა ტოვატი ტამარა ტამარა
ნიკოლა მარიე ალფრედ დიულიარი ალფრედ დიულიარი
დომინიკ ბეტენფელდი ჟან-კრისტიან განიანი ჟან-კრისტიან განიანი
ანტუან ბასლერი მარკ მარონიე მარკ მარონიე
ფოსკო პერინტი ჯოვანი დელ ტორო ჯოვანი დელ ტორო
დენ ჰერცბერგი სტივენი სტივენი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]