12 განრისხებული მამაკაცი (1957 წლის ფილმი)
| „12 განრისხებული მამაკაცი“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | სიდნეი ლუმეტი |
| პროდიუსერი | ჰენრი ფონდა, რეჯინალდ როუსი |
| სცენარის ავტორი | რეჯინალდ როუსი |
| ნაწარმოები | რეჯინალდ როუსის „12 განრისხებული მამაკაცი“ |
| როლებში |
ჰენრი ფონდა ლი ჯ. კობი |
| მუსიკა | კენიონ ჰოპკინზი |
| ოპერატორი | ბორის კაუფმანი |
| მონტაჟი | კარლ ლენერი |
| დისტრიბუტორი |
United Artists Metro-Goldwyn-Mayer |
| გამოსვლის თარიღი | 13 აპრილი, 1957 |
| ხანგრძლივობა | 96 წთ. |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $ 340 000 |
| შემოსავალი | $ 1 000 000 |
„12 განრისხებული მამაკაცი” (ინგლ. 12 Angry Men) — 1957 წლის ამერიკული შავ-თეთრი ფილმი. ფილმში 12 ნაფიცი მსაჯული ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება საქმის შესახებ, რომელშიც პატარა ბიჭს მკვლელობაში ედება ბრალი. ფილმის მთელი მოქმედება ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუერტო-რიკოელი ახალგაზრდა ბრალდებულია დანით მამის მკვლელობაში. განაჩენი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთსულოვნად უნდა გამოიტანოს. კენჭისყრისას 11 მსაჯული ხმას აძლევს, რომ ბიჭი დამნაშავეა. მხოლოდ მე-8 მსაჯული არის წინააღმდეგი და ის სხვების გადარწმუნებას იწყებს. აღმოჩნდება, რომ ყველა მსაჯული საკუთარი პირადი ცრურწმენით მოქმედებდა. მე-3 მსაჯული საკუთარ ვაჟთანაა გაუცხოებული, მე-7 და მე-6 მსაჯულებს უცხოელების უნდობლობა აქვთ. მე-10 და მე-11 მსაჯულებს სახელმწიფო ბრალდების ბრმად სწამთ. მე-5 მსაჯულს საკუთარი ქუჩური წარსულისგან დისტანცირება უნდა. მე-12 მსაჯულს, რომელიც რეკლამის სფეროში მუშაობს, არაფრის სჯერა, რაც კომერციულად არ იყიდება. 1-ლი, მე-2 და მე-9 მსაჯულები უბრალოდ დინებას მიჰყვებიან. ცხელი დღე გვიან ღამემდე გრძელდება. მე-8 მსაჯული მოახერხებს სხვების გადარწმუნებას. ის აჩვენებს მსაჯულებს მკვლელობის იარაღის მსგავს დანას. ხელმეორე კენჭისყრისას ერთი მსაჯული შეიცვლის აზრს. მე-8 მსაჯული ნაკლებად დაინტერესებულ მსაჯულებს არ მისცემს Tic Tac Toe-ს თამაშის საშუალებას.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარტინ ბალსამი — პირველი მსაჯული, ჟიურის თავმჯდომარე, სკოლის ფეხბურთის კლუბის მწვრთნელის თანაშემწე
- ჯინ ფიდლერი — მეორე მსაჯული, ბანკის კლერკი
- ლი ჯ. კობი — მესამე მსაჯული, ბიზნესმენი
- ე. გ. მარშალი — მეოთხე მსაჯული, ბროკერი
- ჯეკ კლუგმანი — მეხუთე მსაჯული, პარამედიკოსი
- ედვარდ ბინსი — მეექვსე მსაჯული, სახლის მხატვარი
- ჯეკ უორდენი — მეშვიდე მსაჯული, გამყიდველი
- ჰენრი ფონდა — დეივისი, მერვე მსაჯული, არქიტექტორი
- ჯოზეფ სვინი — მაკკარდლი, მეცხრე მსაჯული
- ედ ბიგლი — მეათე მსაჯული, ავტოფარეხის მეპატრონე
- ჯორჯ ვოსკოვეცი — მეთერთმეტე მსაჯული, მესაათე
- რობერტ ვებერი — მეთორმეტე მსაჯული, აღმასრულებელი დირექტორი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „12 განრისხებული მამაკაცი (1957 წლის ფილმი)“ ვიკისაწყობში.- „12 განრისხებული მამაკაცი“ — Rotten Tomatoes
- თან როზენბაუმის ესსე, Criterion Collection