100 უდიდესი ბრიტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

100 უდიდესი ბრიტანელიBBC-ის ეთერში 2002 წელს გასული გადაცემა. იგი დაფუძნებული იყო ბრიტანელი საზოგადოების იმ საყოველთაო გამოკვლევაზე, რომლის მიხედვითაც დადგინდა ბრიტანეთის ისტორიაში 100 ყველაზე გამოჩენილი მოღვაწის ვინაობა. პროგრამა „უდიდესი ბრიტანელები“ შეიცავს ასევე ტოპ-ათეულსაც, რომლის არც ერთი წევრი გადაცემის დროისთვის უკვე არ იყო ცოცხალი.

სიის ტოპ-ათეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგი სახელი დრო სურათი საქმიანობა სახელი გაითქვა
1 სერ უინსტონ ჩერჩილი (1874–1965) პოლიტიკოსი ბრიტანელი პოლიტიკოსი და პრემიერ მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს.
2 იზამბად კინგდომ ბრუნელი (1806–1859) ინჟინერი ინჟინერ-მშენებელი, Great Western Railway-ის შემქმნელი და მრავალი მნიშვნელოვანი ხომალდის ამწყობი.
3 დიანა სპენსერი (1961–1997) ფილანტროპი უელსის პრინც ჩარლის პირველი ცოლი (ქორწინების პერიოდი 1981–1996) და პრინც უილიამის დედა
4 ჩარლზ დარვინი (1809–1882) ბუნებისმეტყველი ნატურალისტი, ბუნებრივი შერჩევის ევოლუციის თეორიის შემქმნელი და ავტორი წიგნისა სახეობათა წარმოშობის შესახებ.
5 უილიამ შექსპირი (1564–1616) პოეტი ინგლისელი პოეტი და სცენარისტი.
6 სერ ისააკ ნიუტონი (1642–1727) ფიზიკოსი ფიზიკოსი, კლასიკური მექანიკისა და გრავიტაციის კანონების შემქმნელი.
7 ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ I (1533–1603) დედოფალი მონარქი, მეფობდა 1558–1603 წლებში.
8 ჯონ ლენონი (1940–1980) მუსიკოსი მუსიკოსი, The Beatles-ის დამფუძნებელი, ქველმოქმედი, მშვიდობის აქტივისტი, მსახიობი.
9 ვიცე-ადმირალი ჰორაციო ნელსონი (1758–1805) საზღვაო მეთაური ამოჩენილი მხედართმთავარი.
10 ოლივერ კრომველი (1599–1658) პროტექტორი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]