1003 ნიკომიდიელი მოწამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1003 ნიკომიდიელი მოწამემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 თებერვალი, ახალი სტილით - 20 თებერვალი.

წმინდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღესრულნენ, დიოკლეტიანეს (284-305) დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების: ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის (ხს. 2 თებერვალს) მსახურები იყვნენ.

ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი, მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი - 1003 ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს 303 წელს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.