.укр

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
.укр
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი მოქმედი
რეგისტრატორი აკრედიტირებული რეგისტრატორების სია.
სპონსორი უკრაინის ქსელური საინფორმაციო ცენტრი (UANIC)
დანიშნულება უკრაინასთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი

.укр — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) უკრაინისთვის.

უკრაინის ქსელურმა საინფორმაციო ცენტრმა (UANIC), რომელსაც უფლებამოსილება ჰქონდა უკრაინის მთავრობისგან, 2009 წლის 16 ნოემბერს ICANN-ში განაცხადი შეიტანა დომენზე „.укр“.[1][2].

განაცხადზე მასალების გადაცემის დროს კირილიცური დომენური სახელების რეგისტრაციისას დასაშვები სიმბოლოების ცხრილში პირველად ჩაირთო აპოსტროფის სიმბოლო (U+02BC) არა გამაცალკევებელი ნიშნის სახით, არამედ თვითონ ასოს სახით, ასევე ჩაირთო ასოები „Ґ-ґ“, „Ї-ї“, „І-і“, „Є-є“, უკრაინული ენის ყველა სიტყვათა უმრავლესობის გამოხატვის მიზნით.

აპოსტროფის (U+02BC) გამოყენების მიზანშეწონილობა განიხილა ICANN Cyrillic Case Study group-ის მუშა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ უკრაინელი წარმომადგენლებიც. აპოსტროფის გამოყენება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც ისინი არ წარმოადგენენ ასოების გამყოფ სასვენ ნიშნებს და არიან სიტყვის ნაწილები. აპოსტროფის გამოყენების მხარდასაჭერად ICANN Cyrillic Case Study group-ის მუშა ჯგუფის მისამართზე გაიგზავნა წერილი[3].

UANIC-მა UANIC-ის რეგლამენტური კომიტეტის სხდომების ადრინდელი შედეგებისა და ეროვნული დომენის განვითარების კონცეფსიის პუნქტების გათვალისწინებით შეიმუშავა „დომენური სახელების რეგისტრაციის წესების“ პროექტი.

2011 წლის 1 მარტს უკრაინელთა განაცხადისათვის დომენზე .укр ICANN-მა განაცხადა String Evaluation-ის ეტაპის წარმატებით დამთავრების შესახებ.

2013 წლის 28 თებერვალს ICANN-ის დირექტორთა საბჭოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დელეგირებულიყო დომენი .укр[4][5].

2013 წლის 21 აგვისტოს ხელმისაწვდომი გახდა პირველი საიტი .укр-ის დომენურ ზონასთან — უკრაინის პრეზიდენტის საიტი: президент.укр.

2013 წლის 17 ოქტომბერს უკრაინის ქსელური საინფორმაციო ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განისაზღვრა დომენ .укр-ის რეესტრის ოპერატორი - შპს „ინტერნეტის ტექნიკური ცენტრი“.

2013 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა რეგისტრაცია დომენში .укр სავაჭრო მარკების მფლობელებისათვის.

2014 წლის 4 აპრილს ნებისმიერი მსურველისთვის გაიხსნა რეგისტრაცია .укр-ის ზონაში.[6].

წელიწადში დომენში .укр დარეგისტრირდა 8 ათასი საიტი[7].

აკრედიტირებული რეგისტრატორების სია .укр-ის ზონაში წარმოდგენილია საიტზე UANIC[8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კირილიცური დომენი .укр გამოჩნდება ინტერნეტში თებერვალ-მარტში.
  2. Прес-конференція в ІМК
  3. უკრაინული აპოსტროფის მხარდასაჭერად დომენური სახელების რეგისტრაციის ინტერნეტ-ბაზრის მონაწილეებმა წერილი გაუგზავნეს ICANN-ის მუშა ჯგუფს
  4. ინტერნეტი და მასმედია: ინტერნეტი: ICANN-მა უკრაინას მისცა დელეგირება დომენზე .укр. Lenta.ru. წაკითხვის თარიღი: 2013-10-3.
  5. ICANN-მა უკრაინას მისცა დელეგირება დომენზე .укр. ინტერფაქსი. წაკითხვის თარიღი: 2013-10-3.
  6. 2014 წლის 4 აპრილს ნებისმიერი მსურველისთვის გაიხსნა რეგისტრაცია .укр-ის ზონაში
  7. წელიწადში დომენში .укр დარეგისტრირდა 8 ათასი საიტი
  8. .აკრედიტირებული რეგისტრატორების სია .укр-ის ზონაში წარმოდგენილია საიტზე UANIC



ზედა დონის ეროვნული დომენები
 .ac  .ad  .ae  .af  .ag  .ai  .al  .am  .ao  .aq  .ar  .as  .at  .au  .aw  .ax  .az  .ba  .bb  .bd  .be  .bf  .bg  .bh  .bi  .bj  .bm  .bn  .bo  .br  .bs  .bt  .bw  .by  .bz  .ca  .cc  .cd  .cf  .cg  .ch  .ci  .ck  .cl  .cm  .cn  .co  .cr  .cu  .cv  .cx  .cy  .cz  .de  .dj  .dk  .dm  .do  .dz  .ec  .ee  .eg  .er  .es  .et  .eu  .fi  .fj  .fk  .fm  .fo  .fr  .ga  .gd  .ge  .gf  .gg  .gh  .gi  .gl  .gm  .gn  .gp  .gq  .gr  .gs  .gt  .gu  .gw  .gy  .hk  .hm  .hn  .hr  .ht  .hu  .id  .ie  .il  .im  .in  .io  .iq  .ir  .is  .it  .je  .jm  .jo  .jp  .ke  .kg  .kh  .ki  .km  .kn  .kp  .kr  .kw  .ky  .kz  .la  .lb  .lc  .li  .lk  .lr  .ls  .lt  .lu  .lv  .ly  .ma  .mc  .me  .md  .mg  .mh  .mk  .ml  .mm  .mn  .mo  .mp  .mq  .mr  .ms  .mt  .mu  .mv  .mw  .mx  .my  .mz  .na  .nc  .ne  .nf  .ng  .ni  .nl  .no  .np  .nr  .nu  .nz  .om  .pa  .pe  .pf  .pg  .ph  .pk  .pl  .pm  .pn  .pr  .ps  .pt  .pw  .py  .qa  .re  .ro  .rs  .ru  .rw  .sa  .sb  .sc  .sd  .se  .sg  .sh  .si  .sk  .sl  .sm  .sn  .so  .sr  .st  .sv  .sy  .sz  .tc  .td  .tf  .tg  .th  .tj  .tk  .tl  .tm  .tn  .to  .tr  .tt  .tv  .tw  .tz  .ua  .ug  .uk  .um  .us  .uy  .uz  .va  .vc  .ve  .vg  .vi  .vn  .vu  .wf  .ws  .ye .yt  .za  .zm  .zw
დაჯავშნული/განუსაზღვრელი:  .bl  .eh  .mf       დაწესებული/გამოუყენებელი:  .bv  .gb  .sj       უქმდება:  .an  .su  .tp      გაუქმებული/მოძველებული:  .cs  .yu  .zr
      კირილიცა:   .бг   .рф   .укр       ჩინური:   .中国   .公司   .网络       არაბული:  السعودية.  مصر.  امارات.
იხილეთ ასევე: ზედა დონის საერთო დომენები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=.укр&oldid=3398007“-დან