ჰუნ სიუ-ჩიუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩინეთის მხედართმთავარი ჰუნ სიუ-ჩიუანი

ჰუნ სიუ-ჩიუანი (ჩინ. 洪秀全; დ. 1 იანვარი, 1814 — გ. 1 ივნისი, 1864) — ჩინელი მხედართმთავარი, რომელიც მეთაურობდა ტაიპინის აჯანყებას ცინის დინასტიის წინააღმდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი უგონო მდგომარობიდან გამოსვლის შემდეგ ჰუნმა განაცხადა, რომ ღმერთს შეხვდა და ქრისტიანობა მიიღო. ხუნის მტკიცებით, მას „დემონების“ — ქვეყნის მმართველი მანჯურიელების ჩინეთიდან განდევნის მისია ჰქონდა დაკისრებული.

ის შევიდა სექტაში, რომელსაც „ღვთის მადიდებელთა საზოგადოება“ ერქვა და მალე მის ლიდერადაც იქცა. 1851 წელს მათ ქალაქი იუნანი აიღეს და ჰუნმა გამოაცხადა ახალი — ტაიპინ ტიენ-კუს — დიადი მშვიდობის ზეციური სამეფოს დინასტიის დაბადების შესახებ, რომლის მეფედ თავის საკუთარი თავი — ტიენ უანი ანუ — ზეციური მეფე დაასახელა. ჰუნმა ჩამოაყალიბა არმია, რომელშიც მილიონზე მეტი მამაკაცი და ქალი მსახურობდა. მათ ერთმანეთთან კონტაქტის უფლება არ ჰქონდათ. დაქორწინებულ წყვილებსაც კი ეკრძალებოდათ ერთმანეთთან სექსუალური კავშირის დამყარება, თუმცა თავად ჰუნი საკუთარ უზარმაზარ ჰარამხანაში ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს.

1853 წელს ჰუნის ჯარმა დიადი ქალაქი ნანკინი დაიპყრო. როცა ჰუნის სახელმწიფო მინისტრმა — იან სიუჩინმა მის აბსოლუტურ ძალაუფლებაში ეჭვი შეიტანა, ის უმალ სიცოცხლეს გამოასალმეს. მანჯურიელების მიერ დაწყებული კონტრშეტევის დროს ჰუნმა ყური არ დაუგდო თავის გენერლებს და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ღვთის მითითების მოცდა ამჯობინა. ასევე უარი თქვა ალყის დროს მარაგის შექმნაზე და ყველას არწმუნებდა, რომ ამაზე ღმერთი იზრუნებდა. 1864 წლის 1 ივნისს მან თავი მოიკლა, ხოლო 19 ივლისს ნანკინი დაეცა. მანჯურიის 100000-ზე მეტი ადამიანი გაწყვიტა, მაგრამ ტაიპინის 14-წლიანი ომის დროს, სავარაუდოდ, სულ 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ქოთორნი. ტირანები, გვ. 115 — თბილისი, „კლიო“, 2011.