ჰუმბოლდტი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰუმბოლდტი.

ჰუმბოლდტი (ინგლ. Humboldt) — მდინარე აშშ-ში, უდიდესია დიდი აუზის ფარგლებში. სიგრძე დაახლოებით 600 კმ. აუზის ფართობი 37,6 ათასი კმ². მთის მდინარეა, მიედინება ნახევარუდაბნოში და ერთვის ჰუმბოლდტის ტბას. საზრდოობ წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის დეკემბრიდან-მაისამდე. ზაფხულობით ზოგჯერ შრება. ქვემოთში წყლის საშუალო ხარჯი 6-7 მ³/წმ, მაქსიმალური კი 150 მ³/წმ. ჰუმბოლდტზე აგებულია წყალსაცავები. იყენებენ სარწყავად. ჰუმბოლდტის ხეობაში გადის გზატკეცილი და ტრანსკონტინენტური რკინიგზა. სახელი ეწოდა ალექსანდერ ჰუმბოლდტის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]