ჰუმბოლდტის ცივი დინება
იერსახე
ჰუმბოლდტის ცივი დინება, ასევე ცნობილი როგორც პერუს დინება — ცივი, დაბალმარილიანი ოკეანური დინება, რომელიც მოძრაობს სამხრეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთის მიმართულებით.[1] განეკუთვნება ე. წ აღმოსავლეთ ზღვრული დინებების კატეგორიას. სანაპიროდან დაშორებულია 500–1000 კმ-ით. ჰუმბოლდტის დინება ატარებს პრუსიელი ნატურალისტის, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სახელს. 1846 წელს ჰუმბოლდტმა პირველმა მოიხსენია ცივი წყლის ნაკადები თავის ნაშრომში „კოსმოსი“.[1]
დინება გადაჭიმუალია სამხრეთ ჩილედან (ს. გ. 45°) ჩრდილოეთ პერუმდე (ს. გ. 4 °), სადაც ცივი, ღრმა წყლებიდან ამოსული დინება ხვდება თბილ ტროპიკულ წყლებს რის შედეგადაც იქმნება ეკვატორული ფრონტი.[1]