ჰრისეი
იერსახე
ჰრისეი (ისლ. Hrísey) — კუნძული ისლანდიაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრისეი მდებარეობს ეია-ფიორდის აკვატორიაში, 35 კილომეტრის დაშორებით ქალაქ აკურეირიდან, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარება. კუნძულის ფართობი შეადგენს 7,67 კმ². სიგრძე — 7,5 კმ, უდიდესი სიგანე — 2,5 კმ. ჰრისეი არის სიდიდით მეორე კუნძული ისლანდიაში (ჰეიმაეის შემდეგ). უდიდესი სიმაღლე ზღვის დონიდან — 110 მეტრი.
მოსახლეობის რაოდენობა — 180 ადამიანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლანდიაში პირველი მოსახლეების გამოჩენის მომენტიდან კუნძული ჰრისეი ყოველთვის დასახლებული იყო. კუნძულზე ცხოვრობდნენ შვედი და ნორვეგიელი და შემდეგ ისლანდიელი მეთევზეები.
ამჟამად კუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს დაცული ზონა, სადაც დაცულია დაახლოებით 40 სახეობის ზღვის ჩიტი. ჩიტების მოკვლა მთელ კუნძულზე არის აკრძალული.