ჰონდურასელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰონდურასელებიჰონდურასის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა 7,3 მლნ (2007) ადამიანი. სალაპარაკო ენა — ესპანური, რელიგია — კათოლიციზმი. ძირითადად დასაქმებულნი არიან სოფლის მეურნეობაში. ამერიკის აღმოჩენამდე ჰონდურასის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ინდიელი ტომები: ლენკა, ხიკაკე, პაია და სხვა. XVI საუკუნიდან დაიწყო ესპანელთა შეჭრა ჰონდურასში გვატემალიდან და მათი ნაწილობრივი შერევა ინდიელებთან. XVI საუკუნის დასასრულს ქვეყნის ესპანურენოვანი მოსახლეობა გამრავლდა გვატემალიდან გადმოსახლებულ ესპანელ-ინდიელი წარმოშობის მოსახლეობის ხარჯზე. ისინი ძირითადად ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში დამკვიდრნენ და შეადგინეს თანამედროვე ჰონდურასის ბირთვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]