ჰოკეის ყვანჭი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყინულის ჰოკეის ყვანჭი და მეკარის ყვანჭი
ყინულის ჰოკეის ჩვეულებრივი ყვანჭი (მარცხნივ) და მეკარის ყვანჭი.

ყვანჭი (სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით — საბურთალი ჩოგანი)[1] — სპორტული ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ჰოკეის რამდენიმე სახეობაში. არსებობს ყინულის ჰოკეის ყვანჭი და ბალახის ჰოკეის ყვანჭი. ყინულის ჰოკეის ყვანჭი შედგება დაახლოებით 150-200 სანტიმეტრის სიგრძის ტარისგან, რომელიც ბოლოში 135° დახრილი კუთხით და 25-40 სანტიმეტრის სიგრძის პირით ბოლოვდება. ყინულის ჰოკეის ყვანჭი გამოიყენება ჰოკეის ბურთის — შაიბას — სატარებლად, გასაგორებლად, გადასაცემად და დასარტყმელად. ყინულის ჰოკეის ყვანჭის პირი არის ოდნავ მოხრილი რკალი, რათა შაიბის გადაადგილება გაუადვილდეს მოთამაშეს. ყინულის ჰოკეის ყვანჭის ზომა და ფორმა ინდივიდუალური მოთამაშის ასაკზე და თამაშის სტილზე არის დამოკიდებული.

მეკარის ყინულის ჰოკეის ყვანჭი ოდნავ განსხვავდება დანარჩენ პოზიციებზე მოთამაშეთა ყვანჭისგან. მეკარის ყვანჭის პირი არის უფრო ფართო, პირის დახრის კუთხე არის უფრო მახვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ყვანჭი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2016-04-07.