ჰოვნათან ნაღაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოვნათან ნაღაში (დ. 1661, შორითი, სივნიეთი — გ. 1722) — სომეხი აშუღი და მხატვარი. ჯერ მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ მხატვრობა და აშუღობა დაიწყო. მოხეტიალე აშუღი თბილისშიც მოხვედრილა ვახტანგ VI-ის კარზე. უმოგზაურია ირანსა და სხვა ქვეყნებშიც. ავტორია სამიჯნური, თავშესაქცევი და სატირული ლექსებისა. ქართულად იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა მისი ლექსი „ხოტბა საქართველოს კეკლუცებს“ (1938).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]