ჰოენცოლერნთა ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰოენცოლერნთა ხიდი

ჰოენცოლერნთა ხიდი (გერმ. Hohenzollernbrücke) — ხიდი მდინარე რაინზე ქალაქ კალნში, გერმანიაში. 1907-1911 წლებში აგებული თავდაპირველი ნაგებობა ორი სარკინიგზო და ერთი სამანქანო გზისაგან შედგებოდა. 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს ძლიერ დაზიანებული ხიდი, ფაქტობრივად, ხელახლა აშენდა და მხოლოდ ორ სარკინიგზო ხაზს შეიცავდა, მოგვიანებით კი მესამე დაემატა. თავდაპირველი სამანქანო გზის ნაცვლად ორივე განაპირა მხარეს ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთა გზები განთავსდა.

ჰოენცოლერნთა ხიდი კელნის მთავარ სადგურთან ერთად გერმანიისა და ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი სარკინიგზო კვანძია. ნაგებობა კელნის ტაძართან ერთად ქალაქის ლანდშაფტის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

ყოველდღიურად რაინს ამ ხიდის საშუალებით, დაახლოებით, 1220 მატარებელი კვეთს; ამ მონაცემით ხიდი ერთ-ერთი პირველია გერმანიაში[1].

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hermann Maertens: Die deutschen Bildsäulen-Denkmale des 19. Jahrhunderts. Stuttgart 1892, S. 59.
  • Ulrich Naumann: Zur innigeren Vereinigung. In: Eisenbahngeschichte, 36, Oktober/November 2009, S. 14–26.
  • Hans-Wolfgang Scharf: Eisenbahn-Rheinbrücken in Deutschland. 1. Auflage. EK-Verlag, Freiburg Juli 2003, ISBN 978-3-88255-689-6, S. 220–242.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gleisbauarbeiten im Bereich der Hohenzollernbrücke. In: Eisenbahn-Revue International. Nr. 6, 2014, ISSN 1421-2811, S. 268.