ჰიუგენსი (ზონდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰიუგენსი)
Jump to navigation Jump to search
ზონდ „ჰიუგენსის“ მაკეტი

ზონდი „ჰიუგენსი“ (ინგლ. Huygens probe) შეიქმნა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ და სახელი ეწოდა XVII საუკუნის ჰოლანდიელი ასტრონომის, კრისტიან ჰიუგენსის პატივსაცემად. ზონდი გაეშვა 1997 წლის 15 ოქტომბერს კოსმოსურ აპარატ კასინისთან ერთად. 2004 წლის 25 დეკემბერს ზონდი გამოეყო თავის მატარებელს და დამოუკიდებელი მოძრაობა დაიწყო ტიტანისკენ. 2005 წლის 14 იანვარს ჰიუგენსი წარმატების შევიდა ტიტანის ატმოსფეროში და დაეშვა მისი ზედაპირის იმ უბანზე, რომელმაც მიიღო სახელწოდება ქსანადუ. ეს იყო ისტორიაში პირველი (და 2014 წლისთვის ერთადერთი) რბილი დაშვება, რომელიც განხორციელდა გარე მზის სისტემაში. ზონდი დაეშვა მყარ ზედაპირზე, თუმცა მის კონსტრუქციაში აგრეთვე გათვლილი იყო ოკეანეში დაშვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]