ჰერმან IX (ბადენი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მარკგრაფი ჰერმან IX ფონ ბადენი (გერმ. Markgraf Hermann IX. von Baden; გ 13 აპრილი 1353) — ბადენის მმართველი მარკგრაფი და ებერშტაინის ბატონი 1333-1353 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერმან IX იყო ბადენის მარკგრაფის ფრიდრიხ II-ისა და მისი მეუღლის აგნეს ფონ ვაინსბერგის († 3 მაისი 1320) ვაჟი. 1334 წელს მან იბურგის ბატონობა რუდოლფ IV ფონ ბადენს გადასცა. თუმცა 1350 წელს იმპერატორმა კარლ IV-ემ იბურგი კვლავ ჰერმან IX-ს გადასცა, როგორც ვასალური სამფლობელო. იმავე წელს მან დაიბრუნა მიორშის სამფლობელოც, რომელიც ჰერენალბის მონასტერს რუდოლფ IV-ემ მიჰყიდა 1306 წლის 20 ივლისს.


1343 წლის 3 ივნისს ჰერმან IX-ემ იქორწინა მატილდე ფონ ვაიინგენზე († 13 აპრილი 1381), რომელთანაც შეეძინა ერთადერთი ვაჟი:

  • ფრიდრიხი (გ. 1353 წლამდე)