ჰენრი VIII-ის ცოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრი VIII

ინგლისის მეფე ჰენრი VIII-მ 1509–1543 წლებში ექვსი ცოლი შეირთო. ესენია: ეკატერინე არაგონელი (ქორწინება გაუქმდა), ანა ბოლეინი (ქორწინების გაუქმების შემდეგ თავი მოკვეთეს), ჯეინ სეიმური (გარდაიცვალა მშობიარობის შემდეგ ინფექციით), ანა კლეველი (ქორწინება გაუქმდა), კეთრინ ჰოვარდი (ქორწინების გაუქმების შემდეგ თავი მოკვეთეს) და კეთრინ პარი. ეკატერინე არაგონელმა, ანა ბოლეინმა და ჯეინ სეიმურმა თითო შვილი გააჩინეს ჰენრისგან. აღსანიშნავია, რომ სამივე შემდგომში ინგლისის სამეფო ტახტზე ავიდა. ესენია: მერი I, ელისაბედ I, ედუარდ VI.

ეკატერინე არაგონელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე არაგონელი

ეკატერინე არაგონელი იყო ესპანეთის მეფე ფერდინანდისა და დედოფალ იზაბელას ქალიშვილი. ის 1501 წელს ცოლად გაყვა ჰენრი VIIის ვაჟს არტურს.არტური მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. ჰენრი VIIის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ადის ჰენრი VIII. ჰენრის მისი რძალი, ძმის ცოლი მოყავს ცოლად.1511ეკატერინე აჩენს პრინც ჰერნის რომელიც ორ თვეში მოკვდება, ხუთი წლის შემდეგ კი უჩნდებათ გოგონა მერი, შემდგომ მერი I.მეფე და ესპანელი პრინცესა ეკატერინე ერთად მხოლოდ 1522 წლამდე ცხოვრობენ, ხოლო შემდეგ მაისში ერთმანეთს შორდებიან.

ანა ბოლეინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ბოლეინი (ინგლ. Anne Boleyn, ასევე იწერებოდა Bullen; დ. დაახ. 1507 - გ. 19 მაისი, 1536, ლონდონი) — ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი. ელისაბედ I-ის დედა.

ანა ბოლეინისა და ჰენრი VIII-ის ქორწინება ინგლისში დიდ აურზაურთანაა დაკავშირებული. რომის პაპი არ სცნობდა ანასა და ჰენრის ქორწინებას კანონიერან, რის გამოც ჰენრი განუდგა რომს და ჩამოაყალიბა ახალი ინგლისური ეკლესია — ანგლიკანიზმი. ანა ბოლეინმა ჰენრის მომავალი დედოფალი ელისაბედი გაუჩინა. ჰენრის და ანას ურთიერთობა ნელ-ნელა დაეძაბათ, რადგან მეფეს ტახტის მემკვიდრედ ვაჟი უნდოდა. ანა ბოლეინმა კი ელისაბედის გარდა ბავშვი ვეღარ გააჩინა.

1536 წელს ჰენრის ანასთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ანას ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში. ანას ერთ-ერთ საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დაასახელეს. სასამართლომ ჯორჯსაც და ანასაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა.

ჯეინ სეიმური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეთრინ ჰოვარდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეთრინ პარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]